მადრიდში ორი ქართველი დააპატიმრეს. პოლიციის ინფორმაციათ, ორივე მათგანი ქართულ-რუსული მაფიის წევრია. დამნაშავეები ერთ-ერთ მეწარმეს 70,000 დოლარს სძალავდნენ. ყაჩაღური დაჯგუფების წევრები მეწარმეს სახლთან ჩაუსაფრდნენ. მძარცველები სახლში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც შენობიდან მეწარმის შვილი და მეუღლე გამოვიდნენ. მათ ორივე მათგანი დააბეს და პირიც აუკრეს, თუმცა დაზარალებულმა სიგნალიზაციის ღილაკზე ხელის დაჭერა მოახერხა და ადგილზე პოლიცია და სამოქალაქო გვარდია მივიდნენ. დამნაშავეები ადგილზე აიყვანეს.
ასევე დააკავეს ესპანეთის ერთი მოქალაქე, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეში მძღოლი იყო და ქართველები ყაჩაღობის ადგილამდე მიიყვანა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ქართველებს, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.