34 წლის ალუდა გასვიანს, საფრანგეთის სასამართლომ, ბრალი საკუთარი ცოლის მკვლელობისთვის ოფიციალურად წაუყენა. მკვლელობა 2009 წელს საფრანგეთის ქალაქ ლუარში მოხდა. გასვიანმა საკუთარი ცოლი დანით დაჩეხა და შვილთან ერთად მიმალვა მოახერხა. ბრალდებული რამდენიმე კვირის წინ, საბერძნეთის პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. ბერძენმა სამართალდამცველებმა კი დაკავებული საფრანგეთის მხარეს გადასცა.
ინგა გასვიანის ცხედარი 2009 წლის 13 ნოემბერს ქალაქის მახლობლად ტყეში იპოვეს.
გასვიანის შვილს, მურად გასვიანს ახლა მამიდა უვლის, რომელიც ძმის დაპატიმრების შემდეგ საფრანგეთში ჩავიდა. ბავშვი 2009 წლის ნოემბრის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა და მისი ადგილსამყოფელი მხოლოდ მას შემდეგ გაირკვა, რაც მამა პოლიციას ჩაბარდა.