თბილისის საქალაქო სასამართლომ, 1983 წელს დაბადებულ ივანე ხუციანიძეს ერთ წლით თავისუფლების აღკვეეთა და 3000-ლარიანი გირაო დააკისრა. ხუციანიძეს ბრალად ედება კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერ შეღწევასა და ამ გზით მოქალაქეთა კუთვნილი თანხების მითვისება.
საქმის მასალის მიხედვით, ხუციანიძე დარეგისტრირებული იყო ინტერნეტსაიტ "აჭარაბეთის" ონლაინთამაშებზე. მან პერსონალური და სამსახურებრივი კომპიუტერის გამოყენებით, განიზრახა ამავე საიტზე დარეგისტრირებულ სხვა მომხმარებელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რის შემდეგაც ის პაროლს "გატეხდა" და მათ პირად ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისებდა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა 2011 წლის მაისსა და ივნისში, სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეაღწია აღნიშნული საიტის თერთმეტი მომხმარებლის პირად ვებგვერდზე. გვერდის მფლობელების პაროლის "გატეხის" შემდეგ მათ ანგარიშზე არსებული თანხა ბრალდებულმა საკუთარ სახელფასო ანგარიშზე გადარიცხა. ხუციანიძე ფარულად, კომპიუტერულ სისტემეში არაერთგზის უნაბართვო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 3 921 ლარს.
საქმის არსებითი განხილვისას ხუციანიძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ასევე სრულად აანაზღაურა დაზარალებულთათვის მიყენებული მატერიალური ზიანი. გარდა აღიარებისა, წარდგენილი ბრალდება დადასტურდა საქმეში არსებული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.