28 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის, ქუთაისის, თელავისა და გორის ოფისები გამართავენ ღონისძიებებს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე.
თბილისში საია პროექტის "ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში მომზადებული კვლევისა ("ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაზე თანხმობის გაცემა") და საიას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის პრეზენტაციასაც გამართავს.