შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, ქ.თბილისში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. აღნიშნულმა პიროვნებებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტ „სარფის" გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მალულად გადმოიტანეს 67 246 ათასი ლარის ღირებულების (1072 გრ.) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 214-ე მუხლის II ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს.