თურქეთის მოქალაქეს მუჰამედ ალი ატასოის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის N 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე მუჰამედ ალი ატასოი 24 სექტემბერს დააკავა, რომელიც უკანონოდ, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მოემართებოდა.