შსს სასაზღვრო პოლიციის N 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე მუჰამედ ალი ატასოი დააკავა, რომელიც უკანონოდ, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მოემართებოდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილება აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები