შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მესაზღვრეებმა 25 სექტემბერს, გამთენიისას, სასაზღვრო ზოლში, N 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 6 პიროვნება დააკავეს. დაკავებულებიდან 3 საქართველოს მოქალაქეა: გორგაძე ნური, მიქელაძე რომანი და საგინაძე ლევანი, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოდან თურქეთში უკანონოდ გადაეყვანათ ბანგლადეშის რესპუბლიკის 3 მოქალაქე: ჰაბიბ ულაჰი, გოლამ კიბრია და ისლამიდ რაშედული.
აღნიშნული პიროვნებები შემდგომი რეაგირებისთვის სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებას გადაეცა.