რუსეთში რესპუბლიკა ხაკასიას საერთო რეჟიმის კოლონიიდან, პატიმრობის ვადის გასვლის გამო 38 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სულიკო შარიქაძე გათავისუფლდა. შარიქაძეს, კრიმინალურ წრეებში "სულო ტბილისკის" ზედმეტსახელაა ცნობილი.
სულიკო შარიქაძეს, მოსკოვის ჩერტანოვსკის სასამართლომ ერთი წლის წინ ნარკოტიკების უკანონო შენახვისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების გამო ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპატიმროდან გამოსვლისას შარიქაძე სამართალდამცავებმა ისევ დააკავეს და მას ბრალად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნა წაუყენეს. დაკავებული ჩერნოგორსკის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს, თუმცა მოსამართლემ "სულო ტბილისკის" ადმინისტრაციული დაჯარიმებისათვის საბაბი ვერ ნახა და იგი გაათავისუფლა.