აფხაზეთში ომსკელ ტურისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ალექს მელენტიევი რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ველოსიპედით მოგზაურობდა. აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში ღამის გასათევად გაჩერების შემდეგ კი მას თავს დაესხნენ.
"ღამის 12:00 საათზე ჩემს კარავში ფანრით შემოანათეს, როდესაც თავი გავყავი სახეში მომხვდა. ორი თავდამსხმელი იყო, მცემდნენ ხელებითაც და ფეხებითაც, მოითხოვდნენ ფულს. ვეცადე ამეხსნა, რომ ასეთი საქციელის გამო ისინი აფხაზეთში რუს ტურისტებს კიდევ დიდი ხანი ვერ ნახავდნენ, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო", _ აცხადებს დაზარალებული რუსულ მედიასთან საუბარში.
თავდამსხმელებმა ტურისტს საბანკო ბარათი და პასპორტო წაართვეს და მიიმალნენ.