თურქეთში ქურდობის ბრალდებით კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. 25 წლის შალვა ვაშაყმაძე მაშინ აიყვანეს, როცა მან ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 500 დოლარის ღირებულების კომპიუტერის მეხსიერების ბარათის მოპარვა სცადა.
ეჭვმიტანილს ნაქურდალის გატანა სპეციალურად დამონტაჟებული სათალთვალო აპარატის შეუმჩნევლად სურდა, ამისათვის მან შტრიხკოდის დასაფარად სპეციალურად დასაფარი ქიმიური ქაფი და ჟელე გამოიყენა. შემდეგ ის სპეციალურ მუყაოს ყუთში მოათავსა.
დეტექტორებისგან განსხვავებით დაცვა მაინც დაეჭვდა მისი საქციელით და გაჩხრეკვის შემდეგ იგი ადგილზევე დააკავეს.
ცნობისთვის, ვაშაყმაძე თურქეთში არალეგალურად ცხოვრობდა.