ხვალ, 26 სექტემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორის მოადგილე საერთაშორისო ოპერაციების დარგში, ჯოზეფ დემარესტი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ივანე მერაბიშვილთან და იუსტიციის მინისტთან, ზურაბ ადეიშვილთან. სტუმრები დაათვალიერებენ პოლიციის აკადემიას, მომსახურების სააგენტოს და პოლიციის ახალ შენობებს.
საქართველოში ხუთ დღიანი ვიზტით იმყოფებიან ფედერალური გამოძიების ბიუროს აკადემიის კურსდამთავრებულები ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ეცნობიან საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყნებში.