ყალბი უცხოური ვალუტის და ყალბი ეროვნილი ლითონის მონეტების დამზადება - გასაღების ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს მოქალაქეები ინგა ხონელიძე და ივანე სარალიძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო შემოსავლების მიღების მიზნით, ი. ხონელიძე ახორციელებდა ეროვნული და უცხოური ყალბი ვალუტის რეალიზებას. ნიმუშის სახით, მან ერთ-ერთ მოქალაქეს გადასცა 100 ევროს ყალბი კუპიურა, ასევე, ერთი ცალი 50 თეთრიანი მონეტა, რომლის დიდი ოდენობით გასაღებაში კლიენტს საერთო თანხის 40%. მოსთხოვა, ბრალდებულმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, 300 ევროს ყალბი კუპიურების გასაღება მოასწრო, რაშიც თანხის 40% აიღო. მისივე აღიარებითი ჩვენებით ირკვევა, რომ ყალბ ფულს იგი იძენდა მოქალაქე ივანე სარალიძისგან.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით