საჩხერის რაიონის სოფელ ლიჩში 30 წლის პედაგოგი მასზე შეყვარებულმა მამაკაცმა მოკლა.
34 წლის ფრიდონ ტალახაძეს გულნაზი სტეფნაძე წლების განმავლობაში უყვარდა, თუმცა ქალმა მას სასიყვარულო ურთიერთობაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც ფრიდონ ტალახაძე მასწავლებელს სკოლის გარეთ დახვდა და თავში ქვა ჩაარტყა.
მსხვერპლი ადგილზევე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ტალახაძე დანაშაულს აღიარებს.