სტრასბურგში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი მეორე სახელმწიფოთაშორისო სარჩელის განხილვა უკვე დაიწყო. საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროებისა და უკანონო შეიარაღებული მხრიდან ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე.
"რუსეთის ფედერაცია არის პასუხისმგებელი 2008 წელს საქართველოში ჩადენილი ადამიანის უფლებების დაღვევაზე, როგორც უშუალოდ რუსი სამხედროების მოქმედების გამო, ასევე იმ შეიარაღებული ფორმირებების გამო, რომელზეც კონტროლს რუსეთი ახორციელებდა", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თინა ბურჯალიანმა.
სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში ქართული მხარის სარჩელს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება. ქართული მხარე რუსეთს ადამიანის ვეროპათა კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს.