სტრასბურგში, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის საჯარო მოსმენა 22 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული.
სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში ქართული მხარის სარჩელს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება.
ქართულმა მხარემ პირველი სარჩელით ევროპულ სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, რომელშიც რუსეთი ეთნიკურ წმენდაშია დადანაშაულებული. მოგვიანებით, 2009 წელს, საქართველომ ევროპულ სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. სწორედ აღნიშნული სარჩელის განხილვა იგეგმება 22 სექტემბრისთვის.
საქართველო რუსეთს რუსული აგრესიის პერიოდში და სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების შესახებ ევროპული კონვენციის დებულებისა და მუხლების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს