თელავის რაიონული სასამართლოში დღეს 21 წლის გიგა გემაზაშვილის და შოთა ბატიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული შსს-ის თანამშრომლის, დავით ჩოთალიშვილის სასანართლო პროცესი გაიმართება.
ჩოთალიშვილს ბრალი ედება საქართველის სსკ-ის 19-109-ე მუხლის III ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის III ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, 2011 წლის 8 ივლისს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა შსს-ის სამინისტროს თანამშრომელმა, დავით ჩოთალიშვილმა ურთიერთშელაპარაკების დროს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, დაახლოებით 00:15 საათზე, ტაბელური იარაღიდან გასროლით შოთა ბატიაშვილი და გიგა გემაზაშვილი მოკლა.