ENG / RUS       12+

ანდრეი ილარიონოვი: აფხაზეთის დამოუკიდებლობა ფარსია

"აფხაზეთის დამოუკიდებლობა- ფარსია" ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "Foreign Policy"-ი, რომლის ავტორიც ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ანდრეი ილარიონოვია.
"ევროკავშირმა და აშშ-მ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები სრულიად არალეგიტიმურად შეაფასა, მაგრამ ამან ხელი ვერ აფხაზური იდეის "მომხრეებს" თავიანთი კამპანია გაერგრძელებინათ, რომლის მიზანიც აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაა", _ წერს ილარიონოვი.

სტატიის ავტორი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს არ წამოეგოს ტყუილზე. "აფხაზური რეჟიმი არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსული რეჟიმი მას მხარს უჭერს ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით. აფხაზეთში ამჟამად არსებული რეჟიმი 1990-იან წლებში 10 ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისა და 300 ათასი იქ მაცხოვრებელი ადამიანის განდევნის ხარჯზე შეიქმნა. იურიდიოლ და სამართლებრივ ჭრილში აფხაზი ამბოხებულებისა და რუსი მოკავშირეების მიერ ჩადენილი სიმხეცის ხასიათის კვალიფიკაცია საერთაშორისო სასამართლოების საქმეა", _ წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ნათქვამია, რომ 1989 წელს აფხაზეთის მოსახლეობის 17,8 % აფხაზები შეადგენდნენ, 45,7 % ქართველები.

"2003 წლისათვის ქართული მოსახლეობა 81% შემცირდა 46 ათასამდე (უმეტესად გალისა და ტყვარჩელის რაიონებში მაცხოვრებელი) სომხური 41%, რუსული 69%, ბერძნული 87%, ხოლო სხვა ეროვნების მაცხოვრებლების უკრაინელების, ბელორუსების, ესტონელების, ებრაელების 81%-ით. სამაგიეროდ, ამავე პერიოდში აფხაზური მოსახლეობის წილი 50% გაიზარდა. აღმაღფოთებელი პროცესი, რომლიც შედეგადაც ყოველივე ეს მოხდა გაეროსა და ეუთოის, ისევე როგორც მრავალ სხვათა მიერ "ეთნიკურ წმენდად" შეფასდა", _ ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ 90-იანი წლებში მომხდარ ომში ქართული მხარე, ისვეე როგორც აფხაზური ასევე იყო მონაწილე შემზარავი დანაშაულებების ჩადენისა, მაგრამ "განვლილი პერიოდის განმავლობაში საქართველომ, როგორც მთავრობამ, ისე საზოგადოებამ თავისი დამნაშავები დასაჯა, ფორმირებები დაშალა და მისი ხელმძღვანელები კი დააპატიმრა. აფხაზური მხრიდან მსგავსი არაფერი მომხდარა. არავინ გაუსამართლებიათ, დამნაშავეებმა მიიღეს ჯილდოები - დიდების, მედლებისა და მოპარული ქონების სახით. არც ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს არასოდეს არ დაუგმია "ეთნიკური წმენდა", _ წერს ავტორი.

მისივე აზრით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრეებს კოსოვოს პრეცედენტი მოჰყავთ, თუმცა აფხაზეთსა და კოსოვოს შორის კოლოსალური სხვაობაა.

"ყველაზე საშინელი დანაშაული კოსოვოში სერბების მიერ იყო ჩადენილი ანუ მათ მიერ ვინც გამოყოფას ეწინააღმდეგებოდა, აფხაზეთში კი ამ დანაშაულს სეპარატისტები და მათი რუსი მოკავშირეები ჩადიოდნენ. კოსოვოში თვითგამორკვევის უფლების წინასწარი პირობა იყო დევნილების დაბრუნების უფლება - აფხაზეთში კი ე.წ. თვითგამორკვევა დაკავშირებულია დევნილებისათვის დაბრუნების უარის თქმასთან.

მარტივად რომ ვთქვათ - კოსოვოს დამოუკიდებლობა იყო საშუალება მათი დასჯისა ეთნიკური წმენდის გამო, აფხაზეთში კი ამგვარი აღიარება იყო ბოროტული გამართლება ეთნიკური წმენდისა და ჯილდო მისი ორგანიზატორებისათვის", _ წერს ილარიონოვი სტატიაში და აღნიშნავს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის პროცესი, რომელიც დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა სულს სხვანაირად მიმდინარეობდა ვიდრე აფხაზეტში. აფხაზმა ლიდერებმა უარყვეს რამდენიმე გეგმა შერიგებისა, კოსოვოს შემთხვევაში კი ინიციტივებს მილოშევიჩის მთავრობა უარყოფდა. კოსოვო 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდა გაეროს ადმინისტრაციის მმართველობის ქვეშ და მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა მისი დამოუკიდებლობა ქვეყნების დიდმა კოალიციამ.

"აფხაზეთში კი საერთაშორისო ორგანიზაციებს არ უშვებენ და მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ იმ ქვეყნებმა აღიარეს, რომლებიც რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას იღებენ", _ აცხადებს ილარიონოვი და მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესრულება უნდა მოითხოვოს.

"მომდევნო ნაბიჯი უსაფრთხოებისა და დარეგულირების ზომების გარანტიები უნდა იყოს, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ და მათ შორის, დაცული უნდა იყოს ქვეყნის შიგნის გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლება. ნებისმიერი არჩევნები კი რომლებიც დევნილების დაბრუნებამდე იმართება, მხოლოდ ტრაგიკული ფარსია და სხვა არაფერი", _ წერს სტატიის ბოლოს ილარიონოვი.

 

ავტორი: . .