რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გროგორი კარასინი სეპარატისტული სამხხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩს რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შეხვედრისას განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც ორმხროივი ურთიერთობების განვითარებას ეხებოდა. ასევე ისაუბრეს სამხრეთ ოსეთისთვის დახმარების გამოყოფაზე სოციალ ეკონომიკურ სფეროში და თანამშრომლობაზე საერთაშორისო საკითხებში", _ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.