სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვამბა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს დაბადების დღე მიულოცა და აფხაზეთის მიერ რუსეთის მიმართულებით აღებული კურსი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
"თქვენს მიერ მიღებულ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აქტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენი სახელმწიფოს უახლეს ისტორიაში. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვადასტურებ აფხაზეთის ხელისუფლების კურსს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების საკითხში", _ ნათქვამია მისალოც დეპეშაში.