სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ ქართველი დიპლომატები ცდილობენ სოხუმში დომინოს საერთაშორისო ჩემპიონატის ჩატარებას ხელი შეუშალონ.
მისივე თქმით, ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებმა სხვა და სხვა ქვეყნებში მიიღეს განკარგულება იმის შესახებ, რომ სპორტსმენებს აფხაზეთში ჩასვლაში ხელი შეუშალონ.
"დომინოს ფედერაციის პრეზიდენტი ჯერ აშშ-ში საქართველოს საელჩოში დაიბარეს, შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტში, მაგრამ მიუხედავად ამისა მან იქ კიდევ დაადასტურა თავისი განზრახვა აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, არ შეშინდა", _განაცხადა ღვინჯიამ.
თბილისის ასეთი პოზიცია, ღვინჯიას განმარტებით, დაკავშირებულია იმასთან, რომ "საქართველოსთვის ხელსაყრელია ყველაფერი რაც აფხაზეთის საწინააღმდეგოდ კეთდება".
"აფხაზეთში საბავშვო სიმღერის ფესტივალი, რომ ტარდებოდეს ლოზუნგით - "დავაპუროთ ბავშვები და მივცეთ მას მომავალი", საქართველო ამასაც შეეწინააღმდეგება. რა რეაგირება უნდა გვქონდეს ამაზე? ზუსტად ისეთი როგორც ქარავანს, რომელიც უდაბნოში მიდის ძაღლები კი ყეფენ", _ აცხადებს მაქსიმ ღვინჯია.
შეგახსნებთ, რომ აფხაზი სეპარატისტები სოხუმში დომინოს საერთაშორისო ჩემპიონატის ჩატარებას მიმდინარე წლის 17 -21 ოქტომბერს აპირებენ. ამ ღონისძიებისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში მსოფლიოს საახლოებით 30 ქვეყნის გუნდების ჩასვლა იგეგმება.