დღეს, 7 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების 364 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 32 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.820%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 8.920%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.866%-ით განისაზღვრა.