რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურა ინგოროყვა რობერტ სტურუასთან მეგობრობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა განუცხადა "რობიკო მომხდარის შესახებ ჩვენთან არ საუბრობს. სუფრასთან ვისხედით და ვქეიფობდით, რამდენჯერაც ამ საკითხს შევეხეთ იმდენჯერ თემა შეცვალა".
რეჟისორის მხარდასაჭერ აქციაზე ზურა ინგოროყვა დასის სხვა წევრებთან ერთად რუსთაველის თატრის წინ იდგა, სადაც მან თეატრის მნიშვნელობებზეც ისაუბრა.
"თეატრი იმისთვის არსებობს, რომ სიმართლე თქვას და თუ ის ამ აზრს დაკარგავს, მაშინ თეატრის მნიშვნელობას აზრი აღარ აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენი თეატრი კარგავს იმას, რასაც სიმართლე ჰქვია, ამიტომ ამისთვის სხვანაირი ბრძოლაა საჭირო. ისინი სცენიდან ვერაფერს გებულობენ", - განუცხადა, "ჯი-ეიჩ-ენს", რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ზურა ინგოროყვამ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძრვანელის გათავისუფლებას უკვე რამდენიმე დღეა აპროტედტებენ.