"რატომ ვაღიზიანებთ დათვს?", - სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს ის სტატიას The American Conservative-ში, რომლის თანადამფუძნებელიც თავადაა.
"სენატი ცივი ომის განახლებას ცდილობს? თუკი ეს ასეა, მაშინ ის სწორ გზას ადგას.
ხუთდღიან არდადეგებზე გამგზავრებამდე, სენატმა ხმა მისცა რეზოლუციას, რომელშიც აცხადებს, რომ საქართველოს პროვინციები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რუსეთის არმიას უკანონოდ აქვს ოკუპირებული და მან უნდა დატოვოს ეს რეგიონები და რუსეთში დაბრუნდეს. რეზოლუციას სენატმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირა.
რა პრობლემას წარმოადგენს სენატის 175-ე რეზოლუცია? აი რას. აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც უკვე 20 წელია რაც საქართველოს კონტროლს მიღმა არიან. როდესაც საქართველო რუსეთს გამოეყო, ეს ეთნიკური ანკლავები აჯანყდნენ და საქართველოს გამოეყვნენ.
აფხაზებიც და ოსებიც ვაშინგტონის ფავორიტი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს თბილისში სიძულვილით უყურებენ და ახლახანს ორივემ ოფიციალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ვინ ვართ ჩვენ, რომ მოვთხოვოთ მათ თბილისის მმართველობის ქვეშ დაბრუნება?", - ამბობს ამერიკელი პოლიტიკოსი.
მისივე შეფასებით, აშშ-ის ეს პოლიტიკა ნეოკონსერვატორთა პროპაგანდაა.
"რუსული არმია ამ რეგიონებში იმიტომ იმყოფება, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო შეიჭრა სამხრეთ ოსეთში მისი ხელახალი ანექსიისთვით, და მოკლა და დაჭრა ბევრი რუსი მშვიდობისმყოფელი. საქართველოს ინტერვენცის მოჰყვა რუსეთის არმიის მოქმედება, რომელმაც ქართველები ტერიტორიიდან გაყარა და უშუალოდ საქართველოს ზოგიერთი ტერიტორია დაიკავა. რუსულმა არმიამ საქართველოს ტერიტორია დატოვა, მაგრამ ის დარჩა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სააკაშვილისთვის შეკავების ფაქტორის სახით, რომლის აგენტებიც მუშაობენ კონგრესში იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარეს დადგომისა და რუსეთთან კონფრონტაციისკენ უბიძგონ. როგორც გრემისა და სენატორ ჯინ შაჰინის მომზადებული 175-ე რეზოლუცია ამბობს, შეერთებული შტატების პოლიტიკა შემდეგია: „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს რეგიონებია, ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ". მაგარამ ამ რეგიონებში რუსებს ბევრად უფრო მიესალმებიან, ვიდრე ქართველებს. ქართველები იქიდან ძალით ორჯერ გამოდევნეს. ორივეჯერ, ეს ოსების და აფხაზების ხელშეწყობით მოხდა. რატომ მოვითხოვთ ჩვენ, რომ ქართველებს უკან დაბრუნების და იქ საკუთარი მმართველობის აღდგენის უფლება მისცენ, მმართველობის, რომელიც ამ ადამიანებისთვის აშკარად მიუღებელია? ეს არის ‘76 წლის ამერიკული სულისკვეთება?", - წერს მასალის ავტორი.
ამასთან, პატრიკ ბიუკენენისთვის გაუგებარია "ეს ყველაფერი რა შეერთებული შტატების საქმეა?"
"რატომ ვახდენთ ჩვენ რუსეთის პროვოცირებას, რომლისთვისაც კავკასია (რომელიც სეპარატისზმის, ისლამიზმისა და ტერორიზმის ცეცხლშია გახვეული) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაციონალური ინტერესია? ის, რაც ეთნოკონფლიქტებითა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლით აალებულ მთელს ამ რეგიონში ხდება, რომელიც შეერთებული შტატებისგან 6 000 მილის მოშორებით მდებარეობს, ჩვენი საქმე არ არის. რა რეაქცია ექნებოდა აბრაამ ლინკოლს, იმპერატორ ალექსანდრე მეორეს, რომ გამოეცხადებინა, რომ რუსეთის იმპერია ვირჯინიის დამოუკიდებლობას აღიარებს და მოეთხოვა, რომ დასავლეთ ვირჯინიის აჯანყებული ანკლავი რიჩმონდს უნდა დაუბრუნდეს?
ნუთუ ვერ ვხედავთ როგორ ფარისევლებად გამოვიყურებით? ... რატომ ვუჭერთ მხარს საქართველოს, ხუთმილიონიან ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც ჩანს თვითგამორკვევას უჭერს მხარს? და როდესაც ვიხსენებთ რა რეაქცია ჰქონდათ ჯონ კენედის და რონალდ რეიგანს, როდესაც რუსები კუბასა და ცენტრალურ ამერიკაში ერეოდნენ, რატომ არ შეგვიძლია მათი აღშფოთების გაგება? ...
თუკი საქართველო კიდევ ერთ ინტერვენციას განახორციელებს და ახალი ომი გაჩაღდება, შეერთებული შტატების სენატს სერიოზული მორალური პასუხისმგებლობა დაეკისრება. როდის შეიძლება დასრულდეს ამ ქვეყნის ჩარევა სხვა სახელმწიფოების დავებსა და ომებში?", - ნათქვამია სტატიაში, რომლის ქართულ თარგმანსაც Foreignpress-ი აქვეყნებს.