"ზედაპირული თვალთახედვით, რუსეთი შეიჭრა საქართველოში, დახოცა უამრავი ადამიანი, დაანგრია უამრავი შენობა, მერე საქართველოს ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა. ომის ასეთი ნარატივი უბრალოდ მცდარია - საქართველოს განცხადებები, რომ ომი რუსეთმა დაიწყო არაა სწორი. დამოუკიდებელმა კომისიამ ეს საკითხი გამოიძია და დაადგინა, რომ რეალურად ომი საქართველომ დაიწყო და ვერ დაამთავრა, თუმცა ეგონა, რომ ამერიკა მას მხარს დაუჭერდა და რუსეთს დაესხმოდა თავს, მაგრამ ამ დასკვნას არავითარი გავლენა არ მოუხდენია აღგზნებულ პრო-ქართულ და ანტი-რუსულ შეძახილებზე, რომლებიც ამ დღეებში ვაშინგტონში ისმის", - ნათქვამია სტატიაში.
ჟურნალისტ ჯოშუა ფოსტის აზრით, რუსეთის საქართველოში შეჭრას და მის მიერ ქალაქების ოკუპირებას გამართლება არა აქვს. ამის პატიება არ შეიძლება, მაგრამ არც იმას აქვს გამართლება, რომ საქართველომ ცხინვალს გაუხსნა განურჩეველი ცეცხლი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ დაბომბვას შეეწირა რამდენიმე რუსი სამხედრო, რომლებიც გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
"ვაი რომ, ორივე მხარე ერთმანეთს ისევ ესხმის თავს. საბოლოოდ ამერიკამ რუსეთთან ომში საქართველოს დაუჭირა მხარი, თუმცა ამერიკელები გაოგნებას გამოხატავენ, როდესაც რუსეთი ამერიკის ინტერესებს საქართველოში საეჭვოდ მიიჩნევს. გაარკვიე ახლა ვინაა მართალი?", - წერს ჟურნალსიტი.
ამასთან, სტიტიის ავტორი რენი ჰარლინის მიერ რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებულ "აგვისტოს 5 დღესაც" მიმოიხილავს და მიიჩნევს, რომ "ეს ფილმი არც კი აცხადებს პრეტენზიას ნეიტრალიტეტზე, ბალანსზე და სამართლიანობაზე".
"ყველა ქართველი ნამდვილი პროფესიონალი სამხედროა. ყველა რუსი უსახური, სისხლსმოწყურებული სოციაპათია და უდანაშაულოთა ხოცვა-ჟლეტა ახარებს. პირველი სცენა, სადაც ჟურნალისტები ოცამდე ერაყელის თავდასხმის ობიექტი ხდებიან და სადაც მათ უზადო ქართველი ჯარისკაცები იხსნიან, შესაბამის ტონი შემოაქვს: ქართველები თავისუფლების, დემოკრატიისა და ობიექტური ჟურნალისტიკის გმირები არიან.
რაღა თქმა უნდა, როდესაც ამას ვუყურებთ, ალბათ არ უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა დაუღალავად სდევნის და აპატიმრებს იმ ჟურნალისტებს, ვინც სააკაშვილის მთავრობას აკრიტიკებს და ახალი ამბები, სადაც საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას ითხოვს (მისი რამდენიმე ათეული ჯარისკაცი ერაყსა და ავღანეთში) და რუსეთის ბოროტი განზრახვა აღადგინოს საბჭოთა კავშირი. სადაა ბალანსი.
რაღა თქმა უნდა, ზოგიერთმა შეიძლება სცადოს ფილმი მისივე გზავნილისგან ცალკე განიხილოს, მაგრამ თუ ბატალურ სცენებს ვუარყოფთ, მაშინ სიუჟეტი უბრალოდ გაქრება. ომის დაწყების ფილმისეული ვადა წინააღმდეგობაში მოდის ეუთო-სა და ევროკავშირის ანგარიშებთან: საქართველოს ამ ფილმში საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა უნდა, ხოლო ეს საზარელი რუსები უცოდველ მშვიდობიან მოსახლეობის ზურგს უკან იმალებიან და ისე ესხმიან თავს ქართულ სოფლებს (სამხრეთ-ოსეთის რეალობა, სამწუხაროდ, ბევრად უფრო რთულია). საერთოდ არ არის ნახსენები ქართველების მიერ, ოფიციალური საომარი მოქმედებების დაწყებამდე მოკლული რუსი მშვიდობისმყოფელები, რაც იმ მნიშვნელოვან მომენტად იქცა, რომელმაც რუსეთის რეგიონში შესვლა განაპირობა... მოკლედ, თუ შეგიძლიათ პოლიტიკა არად ჩააგდოთ და არად ჩააგდოთ ის, რომ სწორედ ესაა მთავარი ქართული პროპაგანდისთვის, "ომის ხუთი დღე" საინტერესო ფილმია ომზე, განსაკუთრებით კონფლქიტის სამი წლისთავზე, მაგრამ ის არ აღწერს სწორად მომხდარს და მასში არც განსაკუთებით პატიოსანი ანალიზია მოვლენებისა, რომლებიც ომის მიზეზი გახდა. თუ მას მხოლოდ გასართობ ფილმად მივიჩნევთ, ის მართლაც მშვენიერია. უბრალოდ დაივიწყეთ ის, თუ რისი თქმა ჰქონდათ განზრახული ამ ფილმის მეშვეობით", - აღნიშნულია სტატიაში.