საქართველოში ტურისტების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს 1 444 299 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 45%-ით აღემატება.
სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წლის შვიდ თვეში, ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ს ქვეყნების გამოკლებით) საქართველოში 481 501 ვიზიტორი შემოვიდა (შემოსულ ვიზიტორთა 33,3%), რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39%-ით მეტია. 2011 წლის იანვარ-ივლისში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულია 897 616 ვიზიტორი (ვიზიტორთა 62,1%), რაც 2010 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 46%-ით მეტია.
მიმდინარე წლის შვიდ თვეში, საქართველოში ამერიკიდან შემოვიდა 15 360 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 1,1%), რაც 2010 წლის იანვარ-ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 25%-ით მეტია, აზიის ქვეყნებიდან - 42 917 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 3%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 85%-ით აღემატება, აფრიკიდან - 958 ვი-ზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 0,1%), რაც გასული წლის მაჩვენებელს 82%-ით აღემატება, ხოლო დანარჩე-ნი მსოფლიოდან - 5 947 ვიზიტორი (ვიზიტორთა 0,4%), რაც გასული წლის მაჩვენებელზე 245%-ით მეტია.
2011 წლის იანვარ-ივლისში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა (897 616) უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 376 327 ვიზიტორი (დსთ-ს ქვეყნების ვიზიტორთა 41,9%), რაც გასული წლის შვიდი თვის ანალოგიურ მაჩვენებელს 46%-ით აღემატება. სომხეთიდან შემოვიდა 336 326 ვიზიტორი (დსთ-ს ვიზიტორების 37,5%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით მეტია.