ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების გადაიარაღების საკითხი მომდევნი წლის ბიუჯეტში შევა. ეს განცხადება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა გააკეთა.
მისივე თქმით, დღეისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გადაიარაღება არ ხორციელდება - "მანამ ვიდრე გადაიარაღებაზე ვისაუბრებთ რესპუბლიკის ეკონომიკა ჯეროვან დონეზე უნდა ავწიოთ ჯერ", _ აცხადებს ე.წ. მინისტრი და აღნიშნავს, რომ ამჟამად სეპარატისტები "შესაძლებლობის ფარგლებში" ახორციელებენ "არმიის" შეიარაღებას რუსეთის სტანდარტებთან შესაბამისად და "თანდათან გადავდივართ ერთი ტიპის იარაღზე მე-4 რუსულ სამხედრო ბაზასთან", _ აცხადებს იახოვეცი.