რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთ-საქართველოს ომის სამი წლისთავს ძირითადად სამგლოვიარო ღონისძიებებით აღნიშნავენ. სამგლოვიარო აქცია 7 აგვისტოს ღამით დაიწყება.
სეპარატისტები რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს წუთიერი დიმილით მიაგებენ პატივს და "სამშობლოს დამცველის" მემორიალთან შეიკრიბებიან.
სამგლოვიარო ღონისძიებები ხვალ, 8 აგვისტოსაც გაგრძელდება.
ხვალვე სეპარატისტები რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რუსული საოკუპაცო არმიის წარმომადგენლებისათვის ძგლებისა და მემორიალური დაფების გახსნას გეგმავენ.