2011 წლის ივლისში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 22.5%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 42 920 ერთეული შეადგინა.
როგორც ""ჯი-ეიჩ-ენს" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მიმდინარე წლის ივლისი 2007-2009 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის ივლისთან (34 111 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 25.8%-ით, 2008 წლის ივლისთან (36 089 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 18.9%-ით და 2009 წლის ივლისთან (30 014 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 43.0%-ით.