ივლისში საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 55.6%-ით გაიზარდა და 5 052 ერთეული შეადგინა.
როგორც ""ჯი-ეიჩ-ენს" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტებს შორის 97.8% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.2% - არასამეწარმეო სუ-ბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი).
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 1.154 დონეზე დაფიქსირდა. 2011 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 5.7%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 5.8%-ით გაიზარდა.