ბერლინის პერგანის მუზეუმმა სფინქსის ქანდაკება, რომელიც გერმანიის დედაქალაქში თითქმის 100 წელიწადია ინახება, სტამბულის არქეოლოგიურ მუზეუმს დაუბნრუნა.
სფინქსის ასაკი 3 ათას წელს აღემატება. ის გერმანელმა არქეოლოგებმა 1915 წელს ანკარიდან 150 კილომეტის დაშორებით აღმოაჩინეს. აღმოჩენის შემდეგ მეცნიერებმა სფინქსი რესტავრაციისთვის გერმანიაში წაიღეს.
1938 წელს თურქეთმა ოფიციალურად მოითხოვა გერმანიისგან ძეგლის დაბრუნება, თუმცა ეს მხოლოდ წელს გახდა შესაძლებელი.