საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისთვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
შპს „იგრიკას" ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში ლიცენზიის სახედ განესაზღვრება საერთო მაუწყებლობა, გეორგრაფიულ ზონად - საქართველო და მაუწყებლობის ხანგრძლივობა - 24 საათი.
საკითხის ზეპირი მოსმენა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში, 26 აგვისტოს, 16:00 საათზე გაიმართება, გადაწყვეტილების მიღება კი ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.
მაუწყებლობის დაწყების ვადა კი შპს „იგრიკას" საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განესაზღვრება.