რესპოდენტის შესახებ
*დიმიტრი მედვედევმა "Russia Today"-ს, "პირველ საინფორმაციო კავკასიურს" და "ეხო მოსკვის" ინტერვიუ მისცა
***
ე. კოტრიკაძე: დიდი მადლობა, დიმიტრი ანატოლის ძე, რომ თქვენ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემას დათანხმდით , მათ შორის "პირველი საინფორმაცო კავკასიურის" კითხვებზე პასუხების გაცემასაც.
2008 წლის აგვისტო, რუსეთ-საქართველოს ომი, ეს სამი წლის წინ იყო, მაგრამ მისი შედეგები დღემდე საგრძნობია, მიუხედავად იმისა, რომ ომი მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამჟამად ჩვენ სოჭში ვიმყოფებით, აქედან საქართველო მხოლოდ რამდენიმე კილომეტრშია, აფხაზეთამდე ხელს გაიწვდი, მაგრამ მე ვერ შევდივარ აფხაზეთში იმიტომ, რომ მე არ გამიშვებენ, მე ქართველი ვარ და რუსი მესაზღვრეები არ გამატარებენ. ასეთივე მდგომარეობაში არის 500 ათასი დევნილი, რომელიც საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება.
თქვენ როგორ შეგიძლიათ დიმიტრი ანატოლის ძევ ამ ადამიანებს დაეხმაროთ?
დ. მედვედევი: მიმაჩნია, რომ მათი დახმარება შეიძლება და ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს და აფხაზებიც, ქართველებიც და ოსებიც დრულფასოვან დიალოგში უნდა შევიდნენ. მაშინ შესაძლებელი იქნება ყველაზე რთული საკითხების გადაწყვეტაც კი: დევნილების საკითხების, მგზავრობისა და ფრენის საკითხების, ყველაფერი ეს იმის თანხმდევი მოვლენებია, რაც სამწუხაროდ დაახლოებით ამ დღეებში 2008 წელს მოხდა.
ამიტომაც, აუციულებელია, ნორმალური დიპლომატიური მუშაობა, მოლაპარაკებები და უნარი ერთმანეთის მოსმენის - აი რა არს აუცილებელი იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადავწყვიტოთ. და, პლუს, რა თქმა უნდა, რეალობების აღიარება, რომლებიც რეგიონში იმ ავანტიურის შედეგად შეიქმნა, რომელიც 2008 წელს მოხდა.
ე. კოტრიკაძე: მოდით 2008 წლის მოვლენებს დავუბრუნდეთ, მაშინ, 2008 წელს, თქვენ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდით, ეს იყო პეტერბურგში. მაშინ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისმა და მოსკოვმა, რაღაც კონსესუსს მიაღწიეს და რომ ეს კონფლიქტი "ცხელ წერტილამდე" არ მივა. იყო ასეთი გრძნობა ვიმეორებ მოსკოვშიც და თბილისშიც. შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, რაზე მოილაპარაკეთ თუ არა რამეზე მაშინ თქვენ და საქართველოს პრეზიდენტმა?
დ. მედვედევი: იცით, ეკატერინე, მეც ასეთი გრძნობა მქონდა მაშინ. დღემდე მახსოვს ის, თუ როგორ შევხვდით მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს პირველად. ეს იყო პეტერბურგში, კონსტანტინეს სასახლეში, მე მივედი მასთან და ვუთხარი შემდეგი ფრაზა: "თქვენ იცით, ახლა არის ძალიან ბევრი პრობლემა რეგიონში, საქართველოში აუღიარებელ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მაგრამ მე შემიძლია თქვენ დაგარწმუნოთ, როგორც რუსეთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ და რაღაც კომპრომისები მონახოთ, ისეთები, რომელიც ყველასათვის ხელსაყრელი იქნება და საბოლოო ჯამში ხელი შეეწყობა რეინტეგრაციას საქართველოს შემადგენლობაში". ეს არის ის სიტყვასიტყვით რაცმე მას ვუთხარი. "და თუ რა თქმა უნდა ეს იქნება მისაღები ყველასათვის ვინც მოლაპარაკებათა პროცესში იმყოფება" და პასუხად გავიგონე: დიახ, რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ მუშაობისათვის და მეც შემექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ თუ ახალ ფურცელს არ გადავშლით, ახალ მიდგომებს მაინც მოვძებნით და რაც მთავარია - რეგულარულად ვიურთიერთობებთ.
რა მოხდა მერე? ჩვენ ვსაუბრობდით, და რამდენადაც მე მახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრა ასტანაში გაიმართა, რით დასრულდა? ჩვენ მაშინ მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ დავჯდებით და სერიოზულად დავილაპარაკებთ. სად? აქ სოჭში. მე მას ვუთხარი: "ჩამობრძანდით სოჭში და ჩვენ მშვიდად და წყნარად ვისაუბრებთ ყველა პრობლემაზე". მე მას მოვუყევი რუსული ხედვის შესახებ. ეს ასტანაში მოხდა, მაშინ მე მას ვუთხარი "ჩამობრძანდით რუსეთში", მან მიპასუხა: "კარგით, მე მზად ვარ ეს გავაკეთო".
გულწრფელად გეტყვით, ამის შემდეგ მე ერთი თვის განმავლობაში ვამოწმებდი, აის თუ არა ჩვენი ქართველი ლიდერსგან რაღაც ინფორმაცია. არაფერი იყო. სამაგიეროდ, საქართველოში ამ პერიოდში მოუხშირეს ვიზიტებს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იტყოდნენ ემისრებმა ოკეანის გაღმიდან და ჩემთვის სრულიად ცხადი გახდა, რომ (ამისი ანალიზი რა თქმა უნდა არერთხელ გავაკეთე) იყო ვიზითი აშშ-ს სახელმწიგო მდივანისა კონდოლიზა რაისის. ამის შემდეგ ჩემმა კოლეგამ ჩემთან კავშირი დაკარგა, მიატოვა წერა, დარეკვა და ზოგადად კავშირზე გამოსვლა. როგორც ჩანს გაჩნდა ახალი გეგმები რომელთა რეალიზებაც მოხდა.
ა. ვენედიქტოვი: დიმიტრი ანატოლის ძევ, სწორად გაგიგეთ? თქვენ მიგაჩნიათ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონფლიქტის დაწყებისკენ წააქეზა? რა აშშ-ს სპეციალურად მიდიოდა ამ მიმართულებით?
დ. მედვედევი: არა მე ასე არ მიმაჩნია, იმიტომ, რომ აშშ - მაინც ძალიან მსხვილი ქვეყანაა, რომელსაც პრაგმატული ადამიანები მართავენ. პოლიტიკაში კი ძალიან მნიშვნელოვანია ელფერები და ნიუანსები.
ერთხელ მოვყევი კიდეც. როდესაც ჯერ კიდევ პრეზოიუდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი თეთრ სახლში იგივე კონდოლიზა რაისსა და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს შევხვდი. მოვიდა ჯორჯ ბუში და როგორც მათთანაა მიღებული "პრივეტ" - "პრივეტ". შევედი. პირველი რაც მან მითხრა: "მიშა სააკაშვილი კარგი ბიჭია?" ვუპასუხე: "არ ვიცი, ბატონო პრეზიდენტო, მე მას არ ვიცნობ, იქნებ გავიცნო". სამწუხაროდ, მისი სიტყვები, ცუდი გაგებით წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ხაზს ვუსვამ, ეს იყო პირველი ფრაზა, რომელიც ჯორჯ ბუშთან პირველი ურთიერთობისას გავიგონე.
ასე, რომ მე არ მიმაჩნია, რომ ამერიკელმა ხელმძღვანელებმა უბიძგეს ქართველ ლიდერს აგრესიისკენ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გარკვეულმა ნიუანსებმა, გარკვეულმა აქცენტებმა, რომ დროა უკვე კონსტიტუციური წესრიგი დამყარდეს, დროა უფრო გადამწყვეტი მოქმედებებისათვის, შესაძლოა წარმოშვეს სრულიად ცხადი იმედები, რომ ნებისმნიერი კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში "ამერიკელები ჩვენ არ დაგვტოვებენ, დაგვიცავენ და ბოლო ბოლო ომს გაუმართავენ რუსებს" ამიტომაც მე მაინც ვაკავშირებ ამ ვიზიტს მომავალში განვითარებულ მოვლემებთან, ისევე როგორც შემი შემდგომ ლაპარაკს თეთრი სახლის მეთაურთან და შემდეგ უკვე პირად კონტაქტს.
ე. კოტრიკაძე: ნიშნავს თუ არა ეს, რომ მწვანე შუქი არ იყო? ეს ფრაზაა, რომელსაც ძალიან ხშირად იმეორებს ყველა ომის ანალიზისას: ალბათ იყო მწვანე შუქი ვაშინგტონიდან.
დ. მედვედევი: იმისათვის, რომ ეს ვთქვა, სულ მცირე ოფიაციალური ან აგენტურული მონაცემები უნდა გქონდეს. მე ისინი არ მაქვს. მაგრამ ჩვენ ყველაფრის ანალიზის გაკეთება შეგვიძლია. კონდილიზა რაისის ვიზიტის შემდეგ ჩემმა კოლეგამ კავშირი შეწყვიტა. შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაა. მაგრამ მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ამ მომენტში გაჩნდა გეგმა შესაბამისი ავანტიურისა, რომელიც აგვისტოში მოხდა.
ა. ვენედიქტოვი: დიმიტრი ანატოლის ძევ, პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად საუბრობს, რომ სინამდვილეში, რუსეთი 2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე ემზადებოდა ომისათვის, კერძოდ, იგი თქვენს წინამორბედს, ვლადიმერ პუტინს ციტირებს: "ჩვენ თქვენ მოგწყობთ ჩრდილოეთ კვიპროსს". ეს ციტატაა სააკაშვილის თქმით. თქვენ იყავით რუსეთის ხელისუფლებაში, შეგიძლიათ უარყოთ ან დაადასტუროთ, რომ ამ თემებს განხილვა მიდიოდა?
დ. მედვედევი: სისულელეა ეს ყველაფერი. ბატონი სააკაშვილი ბევრ რამეს ამბობს და ხშირად იგი თავის სიტყვას არ აკონტროლებს. რა თქმა უნდა, მსგავსი არაფრის განხილვა არ ყოფილა. ქვეყნის ხელისუფლებაში კი უკვე 10 წელზე მეტი ხანია ვიმყოფები. ეს ერთი.
და მეორე. თქვენ იცით, რომ კონფლიქტი არასოდეს არავის სჭირდება. ის ვინც იტყვის, რომ კონფლიქტის წყალობით ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება, ის ცრუობს. კონფლიქტს არაფერ კარგამდე არ მივყავართ. ამ კონფლიქტის თავიდან აცილება, რომ შეგვძლებოდა ამით ყველა ისარგებლებდა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, საქართველო. და ის რომ, ეს ასე არ მოხდა, სამწუხაროდ, ძალიან დიდი ტრაგედიაა და პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთ ადამიანს ეკისრება (უბრალოდ ასეა მოწყობილი სახელმწიფო მანქანა) - ეს საქართველოს პრეზიდენტია.
ს. შევარდნაძე: დიმიტრი ანატოლის ძევ, მაგრამ, ნესმიერ შემთხვევაში ომი, ხომ დიპლომატიის დამარცხებაა.
დ. მედვედევი: დიახ.
ს. შევარდნაძე: სამი წლის შემდეგ სიტუაციის ანალიზისას, რას გააკეთებდით სხვანაირად? რა ვერ გააკეთა რუსეთმა იმისათვის, რომ ეს ომი აეცილებინა თავიდან?
დ. მედვედევი: იცით, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, მაშინ რომ მცოდნობა, ივლისში, რომ ბატონი სააკაშვილის გავარვარებულ ტვინში ასეთი გეგმები მწიფდებოდა, მე მას უფრო ხისტად დაველაპარაკებოდი, ვეცდებოდი ამომეთრია ის ამ სიტუაციიდან, რომელიც შეექმნა, მას იქ, რუსეთში, მესამე ქვეყანაში, იმისათვის რათა მასთან მელაპარაკა და თუნდაც დამერწმუნებუნა უარი ეთქვა ამაზე. მაგრამ ეს მე რა თქვა უნდა არ ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის გვესმისა, რომ შესაძლოა ყოფილიყო რაღაც მცდელობები ტერიტორიული მთლიანობის ძალით აღდგენისა, ყოველთვის გაქვს იმედი, რომ გონება გაიმარჯვებს, და ამიტომაც რაც მოხდა 8-ში და მე ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს ჩემთვის გასაკვირი იყო, იმიტომ, რომ მე მესმოდა, რომ ამით სააკაშვილმა თავისი მამული დაგლიჯა. აი ეს არის ყველაზე საშინელი მისთვის და ქართველი ხალხისათვის.
ს. შევარდნაძე: ალექსანდრე ვენედიქტოვისათვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ თქვენი ბოლო შეხვედრის დროს ასტანაში თქვენ თავს არიდებდით მასთან შეხვედრას და მაშინ მისთვის ცხადი გახდა, რომ კონფლიქტი გარდაუვალი იყო.
დ. მედვედევი: ნუ, რა შემიძლია გითხრათ? პირველი არის ის, რომ ძალიან ძნელია თავი აარიდო მასთან შეხვედრას, იმიტომ რომ ის "წებვადია" და თუ მას უნდა რაღაც შენთან და შენი შეწუხება, იგი ამას გააკეთებს ჯეროვნად. იგი რამდენჯერმე მოვიდა ჩემთან. ჩვენ ვილაპარაკეთ და მე ზალიან კარგად მახსოვს ეს - ავტობუსშიც და რაღაც პარკში სეირნობის დროსაც. მეტსაც გეტყვით, საღამოს ჩაისა და თითო ჭიქა ღვინის დასალევადაც წავედით და იქ რაღაც დივანზე ვიჯექით და ვსაუბრობდით როგორ შევხვდეთ ერთმანეთს. ამიტომაც ეს ზღაპრები მის სინდისზე დარჩეს, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ.
ე. კოტრიკაძე: სააკაშვილზე პირადად და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ურთიერთიბებზე საუბრისას ვიტყვით, რომ ურთიერთობები პრაქტიკულად არ ვითარდება, ისინი არ არის. ამასთან ერთად გასაგებია, რომ გარკვეულწილად ეს დამოიკიდებული იყო ლიდერების პირად ურთიერთობებზე. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეულ სააკშვილმა თქვენ სულ ახლახანს შემოგთავაზათ დიალოგის დაწყება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. რატომ პასუხობთ უარით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სააკაშვილი საქართველოს კანონიერად არჩეული პრეზიდენტია?
დ. მედვედევი: მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული რუსეთის ფედერაციისადა მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. მისი ბრზანებით მოკლეს ასობით ჩვენო მოქალაქე და ჩვენი სამშვიდობოები. მე ამას მას არასოდეს არ ვაპატიებ და ამიტომაც მე მასთან ლაპარაკს არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ იგი პერიოსულად ცდილობს თვალი ჩამიკრას მე სხვა და სხვა საერთაშორისო დერეფნებში და ა.შ. ყველა სხვა დანარჩენთან - კი ბატონო, ვერავითად პრობლემას ვერ ვხედავ, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე რა თქმა უნდა იმ სამართლებრივ საერთაშორისო სტატუსის ფარგლებში, რომელიც რეგიონშია შექმნილი და იმ ჩემთვის მძიმე და რთული გადაწყვეტილებების ფარგლებში, რომლებიც მე მივიღე.
ჩემთვის კი იგი ხელჩამოურთმეველი ფიგურაა. მე მესმის, რომ ის საქართველოს კანონიერად არჩეული პრეზიდენტია. მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია მას შეფასება მისცეს და მას ვერდიქტი გამოუტანოს. ნებისმიერ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში: ადრე თუ გვიან სააკაშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ, რომ ასეთის პოლიტიკური ცხოვრების კანონები. ახალ პრეზიდენტს კი ექნება საშუალება რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები დაალაგოს.
მეტიც, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის პირადად, ძალიან მტკივნეულია, რომ ჩვენს შორის არ არის ნორმალური ურთიერთობები, იმიტომ, რომ ჩვენ ახლობელი ქვეყნები ვართ და ახლობელი ხალხები. ეს იდიოტური ავანტიურა რომ არა, ისეთი რთული პოლიტიკური პროცესიც კი რომელიც მაშინ მიმდინარეობდა შესაძლოა კიდევ წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მისაღებ გადაწყვეტილებად დასრულებულიყო, რომელიც მისაღები იქნებოდა ყველასათვის, ქართველებისთვის, აფხაზებისთვის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის.
სწორედ ამას ვერ ვაპატიებ მე მას ვერასოდეს და მიმაჩნია, რომ მას შეფასება ქართველმა ხალხმა უნდა მისცეს, მაგრამ ყოველივე ეს დემოკრატიული მეთიდით გააკეთოს.
მასზე საუბრის დასასრულს მინდა ერთი რამ ვთქვა. ჩემი მადლიერი უნდა იყოს, რომ რაღაც მომენტში მე უბრალოდ გავაჩერე ჯარი. ისინი თბილისში რომ შესულიყვნენ ალბათ საქართველოს ახლა ახალი პრეზიდენტი ეყოლებოდა.
ს. შევარდნაძე: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ზუსტად უამრავი კითხვები გვაქვს ამასთან დაკავშირებით.
დ. მედვედევი: უამრავიკითხვები? არ არის საჭირო, მე უკვე თითქმის ყველაფერი ვთქვი ამასთან დაკავშირებით.
ე. კოტრიკაძე: მაგალითად, რატომ გააჩერეთ?
ს. შევარდნაძე: რატომ არ მიხვედით თბილისამდე?
დ. მედვედევი: მიმაჩნია, რომ ამ ძალით მშვიდობის დამყარების ოპერაციის მიზანი, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა მიღწეული იყო. ოპერაციის მიზანი არ ყოფილა თბილისი ხელში ჩაგდება ან სხვა ქალაქის. უბრალოდ საჭირო იყო აგრესიის შეჩერება, რომელიც სააკაშვილმა დაიწყო. მეტიც, მე არც მოსამართლე ვარ და არც ჯალათი, კიდევ ერტხელ ვუსვამ ხაზს - სააკაშვილის შეფასება და მისი მომავალი ბედის გადაწყვეტა ქართველი ხალხის გადასაწყვეტია - კენჭისყრის ან სხვა მეთოდით, როგორც ეს ხანდახან ისტორიაში ხდება. მაგრამ ჩემს გეგმებში ეს არც მაშინ შედიოდა და დღეს შემიძლია გულწრფელად გითხრათ მე სწორად მოვიქეცი - თუმცა ამის გაკეთება ძალიან იოლი იყო.
ს. შევარდნაძე: კიდევ ერთი კითხვა. ევროპაში მაინც მიიჩნევენ, რომ რუსეთის პირველი პასუხი გამართლებული იყო მოსახლეობის დაცვის მიზნებით, მათი შემდგომი მოქმედებები კი ზედმეტი იყო. მართლაც, რატომ არ შეგეძლოთ უბრალოდ გამოგედევნათ ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთიდან და ამით შემოფარგლულიყავით?
დ. მედვედევი: იცით, ყველა ეს მსჯელობა რა თქმა უნდა, შესაძლებელია და მე ისინი ხშირად მსმენია. მაგრამ ეცადეთ დააყენეთ თქვენი თავი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი მთავარსარდლის ადგილზე, პირადად ჩემს ადგილზე. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა გამოგვედევნა და შევჩერებულიყავით, მაგრამ რა გვესმოდა: ჩვენ ახლა უკან დავიხევთ და ამერიკელი მეგობრები და სხვა მეგობრები დაგვეხმარებიან ხელახალ შეიარაღებაში, ვერტმფრენების აღდგენასა და ძალების მოკრებაში და ჩვენ ახალი ძალებით დავასრულებთ იმ ოპერაციას რაც დავიწყეთ. ეს იქნებოდა უბრალოდ დანაშაული მთი ხსოვნის წინაშე ვინც დაიღუპა თავისი მიწის დაცვისას. ამიტომაც ამოცანა იყო ასეთი, მომხდარიყო საქართველოს სამხედრო მანქანის დანგრევა და დემონტაჟი, იმისათვის, რომ მას ვერ მოეხერხებინა ისევ დარტყმის მიყენება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ იქ ყველაფერი შერეულია.
ა. ვენედიქტოვი: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახლა საუბრობდით იძულებით მშვიდობის დამტარების ოპერაციაზე, ჩემს თვალწინ კი გაჩნდა ბოდოში მაგრამ - ლიბია და სირია. როდისაა შესაძლებელი, თქვენ როგორ გგონიათ: აქ შეიძლება იძულებით მშვიდობის დამყარება, აქ რუსეთმა კადაფი გაატარა სირიას კი ემბარგო დაუწესა? როდესაც თქვენ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებას იღებდით და ახლა, როგორ გაანაწილებდით ამ ყველაფერს?
დ. მედვედევი: იცით, ეს ყოველთვის ძალიან ინდივიდუალური რამ არის, იმიტომ რომ ერთნაირი ქვეყნები არ არსებობს და ერთნაირი სიტუაციები.
ის რაც ხდება ლიბიაში ვფიქრობ, თქვენ გესმით. ლიბიაში არის ადამიანი რომელიც 40 წელია მართავს ქვეყანას და რომელმაც რაღაც მომენტში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გადაწყვიტა რაც მთელმა კაცობრიობამ და რუსეთის ფედერაციამაც დაგმო.
ჩვენ ამ საომარ ოპერაციაში არ ვმონაწილეობთ, მიუხედავად იმისა, რომ რიგი ქვეყნები ცდილობენ იქ წესრიგი დაამყარონ ძალის მეშვეობით. ჩვენ ეს სწორად არ მიგვაჩნია. მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით იქ არის ერთი ნიუანსი, რომელიც უნდა გვახსოვდეს. საქართველოსგან განსხვავებით, რაღა დავმალოთ, რომელიც იმ მომენტისათვის სამ ნაწილად დაიშალა ლიბია ჯერ არ დაშლილა. იქ არის საფრთხე, მაგრამ ყველა მხარე ქვეყნის ერთიანობას უჭერს მხარს. ეს სხვა და სხვა რამეებია.
ა. ვენედიქტოვი: აბა სირია?
დ. მედვედევი: სირია - უფრო რთული თემაა. იქ სიტუაცია ჯერ ჯერობი ძალიან დრამატული გზით ვითარდება. ჩვენ ყველა რეალური პოლიტიკოსები ვართ და თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას. რაღა მომენტში კადაფმა გასცა ბრძანება ოპოზოციონერების განადგურებისა, სირიის პრეზიდენტს ეს არ გაუკეთებია, მაგრამ იქ ხალხი იღუპება. ამიტომაც პირადი ურთიერთობებისაც, წერილებში მე ვატარებ იდეას, რომ აუცილელებელია რეფორმების ჩატარება და ოპოზიციასთან შერიგება და სამოქალაქო მშვიდობის აღდგენა, და ეს არომ არ მოხდეს მას სავალალო ბედი ელის და ჩვენ მოგვიწევს რაღაც გადაწყვეტილებების მიღება.
ა. ვენედიქტოვი: მაშინ უფრო ხისტად გკითხავთ. რით განსხვავდება ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა ცხინვალში იმისგან რასაც რუსეთი აკეთებდა გროზნოში 99 წელს?
დ. მედვედევი: ეს ის კითხვაა, რომელიც მე ხშირად მესმის. საქმე იმაშია, რომ რუსეთი არ აკეთებდა გროზნოში იმას, რასაც აკეთებდნენ ცხინვალში. ჩვენ ჩვეულებრივ რამეებს ვაკეთებდით - ჩვენ უბრალოდ წესრიგს ვამყარებდით. ჩვენ უბრალოდ წესრიგს ვამყარებდით და საკუთარი ხალხის განადგურებით დაკავებული არ ვიყავით, რომელიც ფორმალურად მაშინ საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ჩვენ ბანდიტებს ვებრძოდით და იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა და სხვა ლოზუნგების ქვეშ (ხან ფსევდოისლამისტური და ხანაც აბსოლუტურად ექსტრემისტული) საკონსტიტუციო ხელისუფლებას ებრძოდა.
არაფერი მსგავში ჩვენ არც ცხინვალში და არც აფხაზეთში არ გვინახავს, იმიტომ, რომ იქ უკვე კარგა ხანია არსებობდნენ ანკლავები, სადაც იყო საკუთარი მთავრობები, რომლებმაც თავად გამოაცხადეს თავი სახელმწიფოებად და სადაც მეტნაკლებად წესრიგი იყო დამყარებული. ეს პრინციპულად სხვა და სხვა სიტუაციებია.
ე. კოტრიკაძე: დიმიტრი ანატოლის ძევ, მოდით მაშინ ციფრებით ვილაპარაკოთ. 2008 წლის ომი. რუსეთის ოფიაციალური პირები და ასევე სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პირები აცხადებდნენ, რომ ის 2 000 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით, რუსეთის გენპროკურატურამ კი განაცხადა, რომ დაღუპულია 150 ადამიანამდე. არადა ხომ სწორედ ზუსტად ეს ციფრი 2 000 გახდა ერთ-ერთი მთავარი არგულენტი იმისა, რომ ე.წ. ძალით მშვიდობის დამყარების ოპერაცია დაგეწყოთ. როგორ შეაფასებთ სხვაობას ამ ციფრებში სამი წლის შემდეგ?
დ. მედვედევი: არაერთხელ მოვყევი თუ როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება. არავითარი ციფრებით არ მიხელმძღვანილია. რა არითმეტიკა შეიძლება იყოს აქ? შეგახსენებთ რაც ხდებოდა.
7 დან 8 აგვისტოს ღამით, მე დამირეკა თავდაცვის მინისტრმა, (ზუსტად მაშინ ვოლგაზე ვიყავი შვებულებაში და ზოგადად მთელი პლანეტა ოლიმპაიდის დაწყებით იყო დაკავებული) და მითხრა, რომ ჩვენმა ქართველმა მეზობელმა აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. გულწრფელად გეტყვით, ეჭვი შემეპარა და ვუპასუხე: "უნდა გადავამოწმოთ, რა სულ გაგიჟდა. იქნებ ეს რაღაც პროვოკაციაა და იგი ცდის ოსებს და ჩვენ გვაჩვენებს რაღაცას?"
გადის ერთი საათი, ის მეუბნება: "არა, ისინი უკვე ყველა იარაღიდან ისვრიან და "გრადს" იყენებენ. მივუგე: "კარგი. ველი ახალ ინფორმაციას" გადის კიდევ რამოდენიმე ხანი და კვლავ მირეკავს და მეუბნება, "იცით მათ უკვე ჩვენი სამშვიდობოების კარავი გაანადგურეს და ყველა დახოცეს. რა გავაკეთო? " , მე ვუპასუხე: "გახსენით საპასუხო ცეცხლი". არავითარი ციფრი ამ მომენტში არ ფიგურირებდა. შემიძლია გითხრათ, ეს იყო ყველაზე რთული ღამე ჩემს ცხოვრებაში.
დაღუპულების შესახებ ციფრები მერე გაჩნდა. ისინი მართლაც გასხვავდება და დღემდე განსხვავებულია. მე არ ვარ ექსპერტი და გვამების ექსჰუმაციით არ ვარ დაკავებული. ჩვენი ოსი კოლეგები კი ამბობენ, რომმ გვამების დიდი ნაწილი დამარხულია და მათ დღემდე ვერ პოულობენ. ქართველ ანალიტიკოსებს სხვა ციფრები აქვთ. ასე არ უნდა განვსაჯოთ 2 000 საკმარისია ხოლო 150 - შეიძლება დავივიწყოთ. მერე რა 150 ადამიანი.
ე. კოტრიკაძე: მაგრამ საუბარი მიდის იმაზე, რომ ცხინვალის მრავალი მაცხოვრებელის ევაკუაცია მოხდა, იმიტომ რომ იცოდნენ სამხრეთ ოსეთში...
ს. შევარდნაძე: კონფლიქტის დაწყებამდე ორი კვირით ადრე
დ. მედვედევი: მიმაჩნია, რომ ვიღაც შესაძლოა გამგზავრებულიყო კიდეც, გპასუხობთ, დაღუპულთა რაოდენობა არც ერთი ნორმალური ადამიანისათვის კრიტერიუმი არ უნდა იყოს, იმისათვის რომ გადაწყვიტოს რა უპასუხოს.
ა. ვენედიქტოვი: დიმიტრი ანატოლის ძევ, აი თქვენ განაცხადეთ, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება გაეცით, შემდეგ დაიწყო ოპერაცია და ომი გაჩაღდა. გვითხარით თუ შეიძლება როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება ოპერაციის გაგრძელების შესახებ? და კიდევ გვიპასუხეთ კითხვაზე რომელიც ხშირად ისმის ყველა ჩვენი კოლეგისგან: ვინ ვის დაურეკა, თქვენ ვლადიმერ ვლადიმერის ძეს პეკინში თუ მან პეკინიდან? როგორ შეათანხმეთ ყოველივე ეს პრემიერ-მინისტრთან?
დ. მედვედევი: იცით, არავის არავისთან არ დაურეკავს, ჩვენ მხოლოდ დღეღამის შემდეგ დავუკავშირდით ერთმანეთს.
ა. ვენედიქტოვი: დღეღამის შემდეგ?
დ. მედვედევი: დღეღამის შემდეგ. მე უკვე ყველა ბრძანება გაცემული მქონდა. იქ უკვე ყველაფერი იწვოდა. ვლადიმერ ვლადიმერის ძემ მხოლოდ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია და სწორადაც მოიქცა. დღეღამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს დავუკავშირდით და დახურულ კავშირში ვესაუბრეთ ერთმანეთს, ვინაიდან ასეთი საკითხები, როგორც ხვდებით რადიოტელეფონით არ განიხილება. ამის შემდეგ ის დაბრუნდა და ჩვენ რაღაც საკითხები განვიხილეთ და კიდევ მის დაბრუნებამდე მე უშიშროების საბჭოს სხდომა მოვიწვიე და ჩემი პოზიცია გავაცანი ყველას, ის თუ რატომ მივიღე გადაწყვეტილება ცეცხლის გახსნისა და კონფლიქტში ჩართვის შესახებ. უშიშროების საბჭოს წევრებმა მე მხარი დამიჭირეს. ამის შემდეგ ყველა სოჭში შევკრიბე. იქ უკვე პუტინი იყო.
ა. ვენედიქტოვი: აქ უკვე ჩნდება ბატონი სარკოზის ფიგურა, რომელიც მაშინ ევროკავშირს ხელმძღვანელობდა.
დ. მედვედევი: მის შესახებ ღიმილის გარეშე ვერ ვისაუბრებ, იმ ჩემი კოლეგისგან განსხვავებით, რომელზეც აქამდე ვსაუბრობდი.
ა. ვენედიქტოვი: რატომ?
დ. მედვედევი: იმიტომ, რომ იგი მესიმპატიურება.
ა. ვენედიქტოვი: გასაგებია. არის ვერსია იმის შესახებ, რომ სწორედ სარკოზიმ დაგარწმუნათ თქვენ, რომ თბილისის მიმართულებით არმიას გადაადგილება შეეწყვიტა.
დ. მედვედევი: რა თქმა უნდა, არა. არც ერთ უცხო ქვეყნის ხელმძღვანელს არ ძალუძს გადაარწმუნოს მეორე. მთელი მსოფლიო ცდილობს კადაფის გადარწმუნებას. და რა? ვერც გადაარწმუნებენ. ის ალბათ თავის მიწურში მოკვდება. არა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არ არ გვქონია ასეთი მიზანი, რომ რაღაც ქალაქები ან კიდევ რამე აგვეღო. საუბარი მიდიოდა მხოლოდ იმაზე, რომ სამხედრო მანქანა შეგვეჩერებინა, რომელიც იმ მომენტში მიმართული იყო ორი წასული ტერიტოიისა და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ სამწუხაროდ.
სარკოზიმ სიკეთე გააკეთა, მან დამირეკა და მითხრა: "მისმინე, მანდ თქვენთან კონფლიქტია, მოდი ჩემოვფრინდები". მე ვუპასუხე: "მოხარული ვიქნები თუ გნახავ" - "ევროკავშირის თავმჯდომარე ვერ შემეძლო ჩამოვსულიყავი და გვესაუბრა". მას ეს მოსწონს, და ამ გაგებით იმ მოხერხებული ადამიანია. ის ჩამოვიდა. მე ჩემი აზრი ვუთხარი. მითხრა: "გეთანხმები. აქ მართლაც ასეა ყველაფერი. მე რაღაცის თქმა ხმამაღლა შემიძლია და რაღაცის არა, მიუხედავად ამისსა მინდა ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ ეს კონფლიქტი შევაჩერო". მე ვუთხარი: "კარგი, მოდი შევათანხმოთ გეგმა და ამ გეგმით შენ წადი საქართველოში". და შესაძლოა ყველაზე ფასეული რაც მან გააკეთა იყო ის, რომ არ შეეშინდა იმ მომენტშინ რუსეთში ჩამოსვლა და არც საქართველოში ჩვენი წინადადებებით და მთლიანობაში მან მიიღო საკმაოდ დამაკმაყოფილებელი რეაქცია საქართველოს ხელისუფლების და უპირველეს ყოვლისა სააკაშვილის მხრიდან. ამისათვის მე მისი მადლობელი ვარ დღემდე. მან მართლაც დიდი როლი ითამაშა და რა თქმა უნდა მას არ უთქვამს "აქ უნდა გაჩერდე". მას ესმოდა, რომ მე რასაც მივიჩნევ მიზანშეწონილად იმას გავაკეთებ, თუმცა მისი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ რაც შეიძლება მალე შეეჩერებინა ყოველივე ეს.
ს. შევარდნაძე: ბატონო პრეზიდენტო, დასავლელი ანალიტიკოსების აზრით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არ შეესაბამებოდა "მედვედევისა და სარკოზის" შეთანხმების სულისკვეთებას. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ რუსული ჯარი ომამდელ პოზიციებზე უნდა დაბრუნდნენ. რუსეთმა კი ეს ორი სახელმწიფო აღიარა და იქ თავისი ჯარი დატოვა. ახლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული ბაზებია. საინტერესოა, რა რეაგირება ჰქონდა თქვენს გადაწყვეტილებაზე სარკოზის ანუ თანაავტორს?
დ. მედვედევი: იცით, არ მინდა მას პასუხისმგებლობის ტვირთი ავკიდო იმ ბრძანებაზე, რომელსაც ხელი მე მოვაწერე. რა თქმა უნდა იგი არავითარი თანაავტორი არ არის აღიარების გადაწყვეტილებისა.
ს. შევარდნაძე: არა, აღიარების არა.
დ. მედვედევი: მეტსაც გეტყვით, მასთან ეს არ განმიხილავს, ვინაიდან ეს არ არის მისი ვიზიტის საგანი, იგი ამ საქმით დაკავებული არ ყოფილა. რა თქმა უნდა არ დავმალავ, რომ იგი და ზოგი ჩემი პარტნიორი ევროკავშირში ამბობდა: "ტყუილად აკეთებთ ამას, ამით პრობლემების შეიქმნით და ა. შ. რა თქმა უნდა მე ეს ყველაფერი მესმოდა, მაგრამ გადაწყვტილება, რომელიც მივიღე სხვა რამით აიხსნება და არა ჩემი პარტნიორების რეაქციით.
ხოლო რაც შეეხება მედევდევისა და სარკოზის გეგმას - იგი ამას ასერთოდ არ ეხება. გეგმა არის იმის შესახებ თუ როგორ გავაჩეროთ ომი და შევაჩეროთ ის პრობლემა, რომელიც სააკაშვვილის ავანტიურამ შექმნა. ამ გაგებით გეგმამ იმუშავა. რუსული პოზიცია: მედვედევი სარკოზის გეგმა: ა) შედგა; ბ) ასი პროცენტით შესრულებულია. ყველა სხვა ინტერპრეტაცია არ მესმის, ვინაიდან არასწორად მიმაჩნია.
ა. ვენედიქტოვი: არადა, ფრანგულმა მხარემ პრემიერ მინისტრმა ფიიონმა და პრეზიდენტმა სარკ