კომოპანია ,,იხტიო'' ხელვაჩაურში დახურული ტიპის სათევზე მეურნეობას აშენებს, სადაც დაახლოებით ორ თვეში თევზის რეწვას დაიწყებს. ამ დროისათვის კომპანიის მიერ 2700 კვმ-ზე მოწყობილია ლითონის თანამედროვე ტიპის კონსტრუქცია, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აუზების მშენებლობა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სულ მოწყობილი იქნება 1000 მ3 საერთო ტევადობის 24 აუზი, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან მექანიკური და ბიო ფილტრებით, ჟანგბადის ოქსიგენერატორებით, რაც უზრუნველყოფენ წყლის გაწმენდასა და თევზის ჟანგბადით უწყვეტ და ნორმირებულ მომარაგებას.
სათევზე მეურნეობა ძირითადად ორიენტირებული იქნება ზუთხის წარმოებაზე. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ზუთხისა და კალმახის სამრეწველო გადამუშავება, კერძოდ: ხიზილალას, შებოლილი თევზისა და კონსერვის წარმოება.