15 სექტემბრისთვის ლაგოდეხსა და აბაშაში სიმინდის საშრობი მეურნეობები გაიხსნება. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ნიკა გილაურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადეს, აღნიშნული საშრობი მეურნეობების გახსნა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სიმინდის ექსპორტის საწარმოებლად, რადგან აღნიშნულ საშრობებში მოხდება სიმინდის აკუმულირება და მისი საექსპორტოდ მომზადება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და იმისთვის, რომ გლეხებმა გაიგონ, თუ სადაა განთავსებული საშრობი მეურნეობები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას დაიწყებს.