საქართველოში ხორბლის 75 ათასი ტონა მოსავალი მოვიდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განცხადებით, ხორბლის აღება, ფაქტობრივად, დასრულებულია.
"დარჩენილია მხოლოდ პატარ-პატარა ყანები შიდა ქართლში, სადაც ხორბლის აღება უკვე 5 დღეში დასრულდება", - აღნიშნა კვეზერელმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, წელს 75 ათასი ტონა ხორბლის აღება მოხდა, მაშინ როცა 2010 წელს ქვეყანამ 54 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი მიიღო.
როგორც კვეზერელმა აღნიშნა, წლევანდელი ხორბლის მოსავალი ქვეყნის სასურსათო მოთხოვნილების 35 %-ს დააკმაყოფილებს.
"ამ ფონზე ქვეყანაში ხორბლის იმპორტი 50 მილიონი დოლარით შემცირდება", - განმარტა მინისტრმა.