ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "ტექნო ბუმში" დღეიდან "ბუმური გართობა" დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, ფოტოკონკურსი სახელწოდებით "ბუმური გართობა" Fujifilm-თან ერთად ხორციელდება და მიზნად ისახავს ბუმური ფოტოების გამოვლენას. "ტექნო ბუმის" ცნობით, ნებისმიერ მსურველს, პროფესიონალ თუ მოყვარულ ფოტოგრაფს ერთი თვის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ბუმურ აქციაში, გადაიღოს ბუმური გართობის ამსახველი ფოტო და გამოაგზავნოს კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: info@technoboom.ge. "აქვე უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. გამოგზავნილი ფოტოები კი facebook-ზე "ტექნო ბუმის" გვერდზე აიტვირთება", სადაც ყველას მიეცემა საშუალება მოწონებით შეაფასოს სურათი (ანუ დაალაიქოს სურათი)
"ტექნო ბუმში" განმარტავენ, რომ კონკურსის გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც საჩუქრად Fijifilm-ის უახლეს ციფრულ ფოტოკამერებს მიიღებენ. რომლებიც „მოწონების" ანუ LIKE-ების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება
"ტექნო ბუმი" ყველას ბუმურ ზაფხულს და დაუვიწყარ ფოტო სურათით გამარჯვებას უსურვებს.