შვიდ თვეში აჭარის ბიუჯეტი 10 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,
იანვარ-ივლისის ბიუჯეტი გეგმა 84 მლნ. 777 ათას 400 ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა შესრულებამ 93 მლნ. 289 ათას 400 ლარი შეადგინა.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ბიუჯეტის შემოსავლების მუხლი 18,2 %-ის გადაჭარბებითაა შესრულებული, სხვა შემოსავლების მუხლი - 37,7 %-ის გადაჭარბებით, ხოლო არაფინანსური აქტივების მუხლი მხოლოდ 64,5 %-ითაა შესრულებული.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გადაჭარბებით შესრულდა მუნიციპალური ბიუჯეტებიც: ხელვაჩაურის ბიუჯეტი შესრულებულია - 129,2 %-ით, ქედას ბიუჯეტი - 124,3 %-ით, შუახევის ბიუჯეტი - 119,2 %-ით, ხულოს ბიუჯეტი - 111,4 %-ით, ბათუმის ბიუჯეტი - 107,8 %-ით. აღსანიშნავია, რომ აჭარის ექვსი მუნიციპალური ერთეულიდან მხოლოდ ქობულეთის ბიუჯეტში დაფიქსირდა გარღევა, რადგანაც შვიდი თვის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალური ბიუჯეტი მხოლოდ 99,2 %-ითაა შესრულებული.