დღეს, 3 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 84-დღიან N31, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 10 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.11%-ით, მაქსიმალური 8.19%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.14%-ით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები