2011 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -1,6 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე: ფასები შემცირდა 5,1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ივლისის თვის ინფლაციაში -2,28 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
აღნიშნულ ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა: ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილისა და სხვა ბოლქოვანების ქვეჯგუფზე - 23,3 პროცენტით, ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე - 16,3 პროცენტით.
ფასები გაიზარდა შაქარსა და ტკბილეულობაზე - 4,9 პროცენტით. მოცემულ პერიოდში, ტრანსპორტზე, ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით. ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,77 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქალაქის შიგნით ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობაზე - 18,4 პროცენტით.