დღეს, 3 აგვისტოს, "ბილაინი" საუკეთესო ბიზნესპარტნიორებს გამოავლენს. კომპანის ინფორმაციით, დაჯილდოებისას გამოვლინდებიან ის საშუალო და მცირე ორგანიზაციები , რომლებიც გაყიდვების მიმართულებით, ყველაზე ნაყოფიერად თანამშრომლობენ "ბილაინთან".
გამარჯვებულების გამოვლენა ორ ეტაპად ხდება და მასში მონაწილეობას იღებენ, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი ბილაინის ბიზნესპარტნიორები.
ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთაც საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდათ, როგორც გაყიდვების, ისე აბონენტთა პორტირების კუთხით, "ბილაინი" ორკაციან საგზურს, გადასცემს, თურქეთში 5-ვარსკვლავიან სასტუმრო " ჰოლიდეი კლაბში".
დაჯილდოება 3 აგვისტოს, 14:00-ზე "ბილაინის" სათავო ოფისში, რუსთაველის N 14-ში გაიმართება.
"ბილაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ბიზნესპარტნიორები , რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბილაინის საქმიანობის გაფართოებაში. ეს დაჯილდოება პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ყოველ წელს საუკეთესო ბიზნეს პარტნიორებს გამოვავლენთ. წელს განსაკუთრებულად კარგი შედეგი მივიღებთ აბონენტთა პორტაციის მიმართულებით, რაც გარდა იმ უკონკურენტო ტარიფების და სერვისების შეთავაზებისა, ჩვენი ბიზნესპარტნიორების შრომის შედეგია. ამ ორგანიზაციებს და მათ თანამშრომლებს, განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, ჩვენს ბიზნესგანვითარებში. სულ ჩვენს სავაჭრო ქსელში 2000-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ როგორც საკუთარი ისე ჩვენი ბიზნესის განვითარების მიმართულებით", - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.