დღეს, 3 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო "ინტურისტ-პალასში" აჭარაში MICE ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სპეციალურად მოწვეული ბრიტანელი სპეციალისტები ტრენინგს აჭარის საჯარო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჩაუტარებენ.
MICE (Meetings, Incentives, Conferences, and Exhibitions) ტურიზმის არის ტურისტული მიმართულება რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ კორპორატიულ და პროფესიულ ტურებზე. სიტყვა MICE წარმოადგენს აბრევიატურას და იშიფრება როგორც - შეხვედრები, წამახალისებელი ტურები, კონფერენციები და გამოფენები. მიმართულება ასევე მოიცავს კონკრეტულ ივენთებს (მაგ: ქორწილი, დაბადების დღე) და კრებებს (ყრილობებს). MICE ტურიზმი არის ძრითადად კარგად დაგეგმლილი და წინასწარ გაწერილი ღონისძიება რომელიმე კონკრეტული თემის გარშემო როგორიცაა მაგალითად ჰობი, პროფესია ან საგანმანათლებლო თემა.
MICE ტურიზმი მსოფლიოში ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და სწრაფად მზარდი დარგია. საერთაშორისო კონგრესისა და კონვენციის ასოციაციის (ICCA) სტატისტიკაზე დაყრდნობით მსოფლიოში ყოველწლიურად 400,000 კონფერენცია და გამოფენა იმართება რომელთა ჯამური დანახარჯი 280 ბილიონ აშშ დოლარს აღემატება. გამოფენების ინდუსტრიის გლობალური ასოციაციის (UFI) მონაცემებით კი MICE ინდუსტრიის ღირებულება წლიურად 1.16 ტრილიონს ასცდა. როგორც ზემოთ მოყვანილი ციფრებიდან ჩანს MICE ტურიზმმა შესაძლოა მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკას დიდი სარგებელი მოუტანოს. განსაკუთრებული ზრდა MICE ტურიზმის მიმართულებით შუა აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებში დაფიქსირდა (ჩინეთი, ჰონკონგი, იდოეთი, ტაივანი, ტაილანდი).
MICE ინდუსტრიის განვითარება მნიშვნელოვანი ინდექსია რეგიონის კეთილდღეობის და ინტერნაციონალიზაციის შესაფასებლად. ქვეყნის მთავრობა MICE ტურიზმა, როგორც განვითარებად გალობალურ სერვის ინდუსტრიას განსაკუთრებით აქცევს ყურადღებას მისი მაღალი ზრდის პოტენციალის, მაღალი დამატებითი ღირებულების, მაღალი უპირატესი სიახლეების გამო. მრავალი ქვეყანა MICE ტურიზმს ახლი რეგიონების განსავითარებლადაც იყენებს. სტატისტიკურად დადგენილია, რომ MICE ტურიზმზე დახარჯული ყოველი 1 აშშ დოლარი 7 - 10 აშშ დოლარის ეკონომიკურ სარგებელს იძლევა.
ტურიზმის ეროვნული სააგენტო საწყის ეტაპზე გეგმავს MICE ტურიზმისათვის ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურის დეტალურ ინვენტარიზაციას, კატალოგის შექმნას, MICE ტურიზმის ასოციაციებში გაერთიანებას, სპეციალიზირებულ გამოფენებში მონაწილეობას სადაც მოხდება ქვეყნის ამ მიმართულებით რეკლამირება. ასევე იგეგმება MICE ტურიზმის აგენტებთან მჭიდრო კავშირის დამყარება, მათთვის ინფოტურების საშუალებით ქვეყნის პოტენციალის გაცნობა.