ENG / RUS       12+

რუსული მედია: საქართველოს პრეზიდენტს კარგად ესმის თუ რა სურს მას და კარგად იცის თუ როგორ მიაღწიოს ამას

"რუსეთ -საქართველოს ომის შემდეგ სულ რაღაც სამი წელი გავიდა, მაგრამ ისეთი გრძობაა, რომ ყოველივე ეს ძალიან ადრე იყო", _ ასე იწყება უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული რუსული სტატია სახელწოდებით "რუსეთ-საქართველოს ომის სამი წელი: რუსული ლეთარგია".

"მას შემდეგ მსოფლიო პოლიტიკაში მრავალი ისეთი რამ მოხდა, რამაც ქართული პრობლემები უკან დასწია. მსოფლიო ფინანსური კრიზისი, აშშ-ში ხელისუფლების შეცვლა და პოლიტიკური ბრძოლის გამწვავება, კატაკლიზმების ტალღა ახლო აღმოსავლეთში, დაძაბულობის ზრდა აღმოსავლეთ აზიაში, კამპანია ავღანეთში, რომელიც "ბუქსაობს" - ყველაფერმა ამან "ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის" "რუსეთის იმპერიასთან" დაპირისპირების საკითხი პერიფერიულად აქცია. მაგრამ, ყოველი ამის მიუხედავად, პრობლემები, რომლებმაც ხუთდღიანმა ომმა წარმოშვა არც არსად არ წასულა. ამასთან ერთად უნდა ითქვას ისიც, რომ ამ პერიოდში მოსკოვმა რაიმე მაინც გააკეთა იმისათვის, რომ პერსპექტივა უფრო კეთილსაიმედო ყოფილიყო", _ ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ ერთადერთი დადებითი შედეგი არის, ის, რომ - ამჟამად სიტუაცია სტაბილურია და ომის განახლების საფრთხე არ არსებობს.

"უპირველეს ყოვლისა, მოსკოვმა ჯეროვნად ვერ შეაფასა მიხეილ სააკაშვილი პოზიცია. ომის შემდეგ მალევე იყო ისეთი შთაბეჭდილება, რომ მოვლენები საქართველოსათვის ჩვეული სცენარით განვითარდება - პოლიტიკური ქაოსი და უკვე რიგით მესამე პრეზიდენტის ძალოვანი მეთოდით ჩამოგდება. თუმცა ეს არ მოხდა. შოკის შემდეგ ქართველმა ლიდერმა შეძლო თავისი ავატიურიზმის ნაყოფის დივიდენდებად ქცევა", _ ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ შეძლო და დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო და ასევე მიიღი მნიშვნელოვანი სახსრები აღდგენისათვის.
"ხელისუფლებამ იპოვა ხელსაყრელი და უპირობო მტერი რუსეთის სახით. პირველი წლის განმავლობაში სააკაშვილი იყო ერთგვარ იზოლაციაში ვაშინგტონის მხრიდან - მისი მიმართულებით აშკარა ჟესტების გამოხატვისგან იქ თავს იკავებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყოველივე ეს განელდა.
მოსკოვი მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოს იგნორირებას ახდენდა, მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევათა გარდა, როდესაც ჰქონდა მცდელობები გაეფართოვებინა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ძალიან შორს მდებარე ან ფინანსურად გაჭირვებული ქვეყნების ხარჯზე. ამისი მიზანშეწონილობა ძალიან საეჭვოა და ყოველივე ეს რუსეთს საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაში აყენებს", _ ნათქვამია სტატიაში.
"როდესაც რუსეთმა საქართველოს ორი ყოფილი ავტონომია აღიარა, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ეს შექმნიდა პრობლემებს საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ამასთან ერთად, სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დაურეგულირებლობა რუსეთს პრობლემებს უქმნის. უპირველეს ყოვლისა მოსკოვის მოკავშირე ერევანი კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში აღმოჩნდა და საქართველო რა თქმა უნდა არ აპირებს რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას ხელი შეუწყოს.
მეორე არის ის, რომ აშკარად რთულდება ურთიერთობა აფხაზეთთან, რომელსაც ნომინალურზე მეტი დამოუკიდებლობა სურს და თითქმის ყველასგან აუღიარებელს სრულფასოვანი და არა ფორმალური სუვერენიტეტის იმედი აქვს.
მესამე არის ის, რომ საქართველოს ხელიხელდაწყობილი არ ზის და მართალია სარისკო, მაგრამ სრულიად გააზრებულ პოლიტიკას აწარმოებს რუსეთის ჩრდილოკავკასიაზე ზემოქმედებისათვის და ხელს უწყობს ისედაც ფეთქებადასშიში ტერიტორიის დესტაბილიზებას.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს უკანასკნელი მით უფრო გაიზრდება რაც უფრო ახლოს იქნება სოჭის ოლიმპიური თამაშები", _ ნათქვამია სტატიაში, რომლის ბოლოსაც აღნიშნულია, რომ რუსეთში პოპულარული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ "საქართველოს პრეზიდენტი ფსიქოპატი და ამერიკული მარიონეტია კორექტული არ არის და ანალიზისათვის არაფრად ვარგა".
"უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ძლიერი პოლიტიკოსია, რომელსაც კარგად ესმის თუ რა სურს მას და კარგად იცის თუ როგორ მიაღწიოს ამას.
ამიტომაც, უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში თბილისისა და მისი მეგობრების გეგმიურ გააქტიურებას უნდა ველოდოთ ყველა საერთაშორისო მოედანზე. პრინციპში ეს უკვე დაიწყო გაეროსა და აშშ-ს კონგრესში. რუსული პოზიციის გამო, კი რომელიც გამოიხატება - მანამ ვიდრე ქვეყნის სათავეში ეს სამხედრო დამნაშავე დგას ჩვენ თითსაც არ გავანძრევთ - ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებების მიღება შესაძლოა კვლავაც ექსტრაორდინალურ სიტუაციაში გახდეს საჭირო", _ ნათქვამია სტატიის ბოლოს.

 

 

ავტორი: . .