რესპოდენტის შესახებ
რა უნდა გაკეთდეს საქართველოს მხრიდან კრიზისის წინააღმდეგ და ზოგადად რას ფიქრობს ქართული ბზინესი, სიტუაციაში უკეთ გასარკვევად სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" "ბზინესასოცაციისა" და UGT-ს პრეზიდენტს გიორგი ჭირაქაძეს დაუკავშირდა.
_ ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, აშშ-ში მოსალოდნელი დეფოლტი მკვეთრ გავლენას იქონიებს თუ არა ქართულ ეკონომიკაზე და ისედაც კრიზისს გამოვლილი ქართული ეკონომიკა, გაუძლებს თუ არა დამატებით შოკებს?
- რაც აშშ-ში ხდება, და ასევე სიტუაციაცაა ევროპაში - საბერძნეთში, და მას დაემატა იტალია, ესპანეთი ჩემი აზრით მაღალი ხარისხით რისკს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის.
პირველი რა ნიშნებიცაა და ყველა ამაზე საუბრობს არის ის, რომ ეკონომისტები, ბიზნესმენები და სახელმწიფო მეთაურები ვარაუდობდნენ, რომ 2011 წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდა გაგრძელდებოდა. დღეს ყველა პროგნოზირებს, რომ ეს ასე აღარ იქნება და ეკონომიკური ზრდის შენელება დაფიქსირდება.
ამას ცხადყოფს ის რაც ჩინეთში ხდება, ანუ ფაქტობრივად ჩინეთის მთავრობამ ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. ჩინეთშიც კი ყველამ იცის, რომ მინუმუმ ეკონომიკური ზრდა შენელდება. რაც შეეხება აშშ-ის დეფოლტს, წარმოუდგენელია, რომ აშშ-მ პირდაპირი მნიშვნელობით დეფოლტი გამოაცხადოს.
წარმოუდგენელია, რომ ქვეყანამ პირდაპირი მნიშვნელობით დეფოლტი გამოაცხადოს. დეფოლტი აშშ-ში არ იქნება, რადგანაც ქვეყანას თავისი ვალდებულებები მთლიანად ამერიკულ დოლარში აქვს, აშშ-ს დოლარს კი თავად აშშ ბეჭდავს. ვიდრე აშშ-ს ინვესტორები ენდობიან, ის თავის ფულში აკეთებს ვალდებულებების გძელვადიან განთავსებას. თუ ინვესტორების მხრიდან ნდობა შეირყევა, რაც გამოიწვევს იმას რომ თვითონ საპროცენტო განაკვეთები, რაც ამერიკულ განთავსებაზეა - გაიზრდება, ანუ გაძვირდება, და აშშ-ს ეკონომიკას გაუჭირდება.
შეიძლება ვინმემ იკითხოს, - აშშ შორსაა, საქართველოში აშშ-ის ინვესტიციები ცოტაა და მისმა კრიზისმა რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენზეო. აშშ არის მთელი მსოფლიო ეკონომიკის 25 %-ი და თითქმის ყველა მსხვილი ბაზრები, მათ შორის იაპონია , ჩინეთი, თავის ეკონომიკურ ზრდას აწარმოებენ აშშ-ში გაყიდვებით. მსოფლიოს ეკონომიკური აქტივობა მჭიდროდაა დაკავშირებული აშშ-ს ეკონომიკურ ზრდაზე. თუ აშშ დეფოლტის წინაშე რეალურად დადგა, ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება შეიქმნას იმის გამო, რომ ინვესტორების სურვილი, რომ ფული სადმე განათავსონ შემცირდება.
_ ასეთი კრიზისის ფონზე, როგორ ფიქრობთ აშშ-ს დაკარგავს თუ არა მიმზიდველობას ინვესტორევისათვის და ხომ არ დაიწყება კაპიტალის გადადინება მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში, მაგალითისთვის ინდოეთში და ჩინეთში?
- მე მგონია, რომ დღეს აშშ ყველაზე სანდო პარტნიორია მთელს მსოფლიოში. თუ აშშ-ში დეფოლტი რეალურად გამოცხადდა, ერთადერთი ეს რასაც გამოიწვევს არის ის, რომ ინვესტიციების რისკები გაიზრდება. რომ შეადაროთ აშშ-ში საპროცენტო რისკები ნებისმერი ქვეყნის რისკებს, აშშ-ში ძალიან დაბალია. აშშ 10 წლიანი ბონდში ინვესტორს უხდის 1-2 %-ს, რაც ნიშნავს იმას რომ ინვესტორი იმდენად ენდობა, რომ უღირს. დღეს შეიძლება „საქართველოს ბანკში" დეპოზიტზე მოგცენ 10 %-ი, აშშ-ს სახაზინო ვალდებულებებში, რომ ფული ჩადო მოგცემენ მხოლოდ 1 %-ს. იკითხავთ, რატომ უნდა ჩადო ფული აშშ-ში 1 %-ად, როცა საქართველოში ამის გაკეთება 10 %-ად არის შესაძლებელი? - იმიტომ, რომ საქართველო 10 ჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეყანად ითვლება. მე არ ჩავდებდი, მაგრამ რადგან საქართველოში ვცხოვრობ, ვიცი და ვენდობი.
თუმცა ვიღაცისთვის, ვისაც საქართველოზე ან სხვა ქვეყანაზე წაროდგენა არ აქვს მისთვის აშშ 10-ჯერ უფრო დაბალრისკიანია.
აშშ-სთან თანაფარდობაში მხოლოდ იაპონია მოდის. ნებისმერი ქვეყანა ამ მხრივ, თუნდაც ჩინეთი არის მაღალრისკიანი. რაც არ უნდა მოხდეს ამერიკაში ინვესტორებმა აშშ-სკენ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ფული წაიღონ, რადგანაც აშშ-ში არის ძალიან დაბალი განაკვეთი. თუ აშშ-ში განაკვეთი გაიზარდა, რისკებიც გაიზრდება რასაკვირველია, მაგრამ ის რომ აშშ-მ ფული არ გადაგიხადოს წარმოუდგენელია.
_ იმისათვი, რომ საქართველოზე გავლენა ნაკლები იყოს, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გატარდეს, როგორც მთავრობის ასევე კერძო სექტორის მხრიდან?
_ მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ და რასაც მთავრობა და კერძო სექტორი ცდილობს არის ის, რომ კიდევ უფრო დივერსიფიცირებული ვიყოთ ინვესტიციების თვალსაზრისით. ის რომ საქართველოში ბევრი ტურისტი შემოდის და ტურისტების მხრივ არ ვართ მიბმული მაინცადამაინც ერთ რეგიონზე, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული ერთი რომელიმე ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე - უკეთესია.
საქართველომ ის დარტყმა რაც მისაღები იყო უკვე მიიღო. 2007-2008 წლებში ჩვენი ინვესტიციები 2 მლრდ. დოლარამდე ადიოდა, დღეს ინვესტიციები ძალიან შემცირებულია. საგარეო ინვესტიციები ძალიან ცოტა შემოდის. ერთის მხრივ ეს ძალიან ცუდია, თუმც მეორე მხრივ კარგია, რადგანაც ჩვენ გადავრჩით. როდესაც 2 მლრდ. დოლარის ინვესტიცია შემოგვდიოდა და ეკონომიკა იზრდებოდა, ეხლა ნახევარი შემოგვდის და ქვეყანა რაღაც დონეზე მაინც ვითარდება. ჩვენ რაც უფრო ნაკლებად ვიქნებით საგარეო დარტყმებზე დამოკიდებული მით უფრო კარგია.
მომდევნო 10 წელი იქნება საკმაოდ რთული, რადგანაც ბევრი პრობლემები ჩანს ვალდებულებებთან და დეფოლტებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ უნდა შევეცადოთ ვიყოთ იზოლირებულები ამ გარემოებებთან და ნაკლებად ვიყოთ ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე დამოკიდებული.
ამას ასე თუ ისე ვახერხებთ და ჩვენმა საბანკო სექტორმა კრიზისს კარგად გაუძლო. მე პირადად ქართულ ბანკს უფრო მეტად ვენდობი ვიდრე აშშ-ს ბანკებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ძალიან მაგარი ბანკებია, მათ ისეთი "ბომბები" აქვთ ჩადებული, რომ შეიძლება უცებ რაღაც მოხდეს და ადამიანმა ფული ერთბაშად დაკარგოს. ქართულ ბანკებს რა რისკებიც გააჩნია ყველამ კარგად ვიცით. ქართული ბანკების მიმართ საკმაოდ ტენდენციური ვარ შეიძლება, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ საკმაოდ დინამიურად ვითარდებიან.
მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის მთავარი პრობლემა მაინც ინვესტიციების მოზიდვა იქნება. ეს არ არის კონკრეტული პრობლემა არც საქართველოს მთავრობის და არც ბიზნესის, პრობლემა არის ის, რომ დღეს ინვესტიციების მოზიდვა არის გაცილებით რთული ვიდრე იყო წინა ათწლეულში. თუმცა რამდენიმე ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვა საკმაოდ უადვილდება. ეს ქვეყნებია აშშ, ჩინეთი და ინდოეთი.
_ ქვეყნის სავალუტო რეზევების ნაწილი დოლარშია, როგორ ფიქრობთ ასეთ ფონზე რა მოელის ქართულ ლარს?
- ნებისმერ ადამიანს, რომ კითხოთ, თუ რომელ ვალუტას ენდობა, აღმოჩნდება რომ დოლარს. ერთ დროს ყველა ფიქრობდა რომ შესაძლოა ევროს ენდონ, მაგრამ ევროს სერიოზული პრობლემები აქვს. დოლარის ალტერნატივა დღეს მსოფლიოში არ არსებობს. ეროვნული ბანკის ძირითადი ფონდები დოლარშია განთავსებული და ეს არის სწორი. რაც არ უნდა მოუვიდეს აშშ-ს უახლოესი 10 წლის განმავლობაში აშშ დოლარი ყველაზე მყარ ვალუტად დარჩება. ლარის დოლართან კავშირი კი პირდაპირაა დამოკიდებული ქართულ ეკონომიკაზე.
_ხომ არ ურჩევდით ხელისუფლებას რეზერვების მარაგები ოქროში დააგროვოს, მით უფრო მისი ფასი ბოლო პერიოდში რეკორდულად იზრდება.
- არ მიმაჩნია, რომ რეზერვები ოქროში უნდა დაგროვდეს. როდესაც ინფლაციურ მოლოდინებს უყურებ, არის ორი ბანაკი. ერთი ბანაკია, რომელიც ამბობს, რომ მსოფლიოში დიდი ინფლაცია იქნება, და არის მეორე ბაანაკი. რომელიც ამბობს, რომ ფულის შემცირების მასა იმდენად დიდია, რომ იქნება დეფლაცია.
ინფლაცია არის მაშინ, როდესაც ეკონომიკა სწრაფად იზრდება და მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. მსოფლიოში გაძვირდა ძირითადად ის პროდუქცია რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. საქონლის 99 %-ზე ვთქვათ ელექტროტექნიკა და უძრავი ქონება, რაც არის სტანდარტული, ფასების კლებაა. ოქრო ძალიან სპეკულანტურია და მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთმა და ჩინეთმა რეზერვების განთავსება ოქროში დაიწყო, არ მიმაჩნია მართებულად მათ მივბაძოთ. აშშ-ს სახაზინო ვალდებულებები სტაბილურია და რასაც დღეს სებ-ი აკეთებს და რა პოლიტიკაც აქვს აქვს, მიმაჩნია, რომ სწორია.
_ თქვენ ბიზნესს აწარმოებთ აშშ-შიც ვარაუდი როგორი გაქვთ, რა გავლენას იქონიებს დეფოლტი თქვენს კომპანიაზე, ვგულისხმობ კომპანიის ამერიკულ ნაწილს და ხართ თუ არა მზად მის გასამკლავებლად?
- აშშ-ში UGT-ის ბიზნესი არის ძალიან პატარა. ეს ყველაფერი ჩვენზე ნაკლებ გავლენას იქონიებს და მე მიმაჩნია, რომ შეიძლება დადებითი გავლენაც იქონიოს. ყოველთვის არსებობს ალტერნატივა, როდესაც აშშ- სნაირ დიდ ბაზარზე შედიხარ და სწორ ნაბიჯებს გადადგამ შეიძლება ბევრი, რამ გამოგივიდეს. თუ ეკონომიკა სწრაფად არ განვითარდა, ეს თავისთავად რაღაც გავლენას იქონიებს ყველაზე, მაგრამ პირდაპირ ასახვას, რადგანაც აშშ-ში UGT-ის ბიზნესი მცირეა, არ ველოდებით. შენი ბიზნესის განვითარება დამოკიდებულია იმაზე თუ შენ რამდენად მოინდომებ და რამდენად სწორ მენეჯმენტს აირჩევ. ამ მხრივ არ მინდა რაღაც აშშ-ს ეკონომიკას დავაბრალო.
_ მოახლოებული დეფოლტი, ნიშნავს თუ არა იმას, რომ აშშ-ში უფრო შიდა პოლიტიკური კრიზისია ვიდრე ეკონომიკური?
- ორივეა. მოდით ასე ვთქვათ აშშ-ს აქვს 14,5 ტრილიონი დოლარის ვალი, რაც საქართველოსთვის წარმოუდგენელი ციფრია. აშშ-ს ვალი წელს ქვეყნის მშპ-ს 100 %-ს აღწევს, საბერძნეთში - მიუხედავად იმისა, რომ სხვა გარემოებაა- ვალი მშპ-ს 130-170 %-ია.
აშშ-ში ერთის მხრივ არის პოლიტიკური კრიზისი. დღეს „დემოკრატები" და „რესპუბლიკელები" ბჭობენ იმაზე, რომ შეამცირონ დანახარჯები თუ გაზარდონ გადასახადები. „დემოკრატები" აცხადებენ, - გავზარდოთ გადასახადები და ამით დავაფინანსოთ ეკონომიკა და შევამციროთ ჩვენი ვალი, ხოლო „რესპუბლიკელები" - გადასახადები არ გავზარდოთ, არამედ შევამციროთ ხარჯები. ისინი ერთის მხრივ არიან პოლიტიკურ კრიზისში, თუმცა სვბაზრო ეკონომიკა მათ დიდხანს არ აცლის. აშშ იღებს დამატებით ვალდებულებებს და თუ ვერ შეძლო მან ამ ვალების გასტუმრება მალე ძალიან დიდი პრობლემა დაუდება წინ. ვალს, რომ იღებს ამ ვალს გასტუმრება უნდა. ისე არ არის, რომ დოლარია შენია და რამდენსაც გინდა იმდენს დაბეჭდავ.
აშშ დიდი ნაღმზე ზის, და დღეს იქნება თუ 3 წლის შემდეგ პრობლემა დადგება. რაც ობამა მოვიდა ხელისუფლებაში მან ძალიან დიდი ვალები აიღო. საუბარია რომ ტრილიონ ნახევრით იზრდება აშშ-ს ვალი.
ბოლო 2 წელიწადში უფრო მეტი ვალი აიღო ამერიკამ ვიდრე მთლიანად 7-8 წლის განმავლობაში.
საქართველო იმდენად პატარაა, მსოფლიო ეკონომიკაში, რომ მიმაჩნია, რომ საქართველომ შესაძლოა იპოვოს ძალიან სწორი გამოსავალი.
ყველაზე მეტად რაზეც შეიძლება აშშ-ს დეფოლტმა იქონიოს გავლენა არის რომ ინვესტიციების შემოდინება გაჭირდეს და უცხოეტში მცხოვრები ქართველებისგან გზავნილების შემოდინება შემცირდეს. თუმც ამ ეტაპისათვის ეს ტენდენცია არ შეინიშნება.
ყველაზე დიდი რისკი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს უფრო ემუქრებათ. და ვიდრე ეს ჩვენ შეგვეხება ის სხვა ქვეყნებს შეეხება და გვექნება შესაძლებლობა წინასწარ დავინახოთ .
ვფიქრობ, რომ ვალი მეტი აღარ უნდა ავიღოთ, თუ მთავრობა ამ კურსს მიჰყვა ჩვენ გაცილებით უკეთეს პირობებში ავღმოჩნდებით ვიდრე აღმოსავლეთ ევროპილი ქვეყნები.
„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე