ვენეციის 68-ე კინოფესტივალი 2011 წლის 31 აგვისტოს გაიხსნება 10 სექტემბრს დაიხურება. უკვე გამოცხადდა ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა. ის ფაქტი, რომ ჟიურის ამერიკელი რეჟისორი დარენ არონოფსკი უხელმძღვანელებს, 2011 წლის აპრილში გახდა ცნობილი. ამჯერად სხვა მონაწილეები დასახელდნენ.
ჟიურის შემადგენლობა ასეთია: ფინელი მხატვარი ეიჯა ლისა ატილა, ჯგუფ "თოქინგ ჰედის" ყოფილი ლიდერი დევიდ ბირნი, ამერიკელი კინორეჟისორი ტოდ ჰეისი, ფრანგი კინომატოგრაფისტი ანდრე ტეშინე, თეატრისა და კინოს რეჟისორი მარიო მარტონე და მსახიობი ალბა რორვაკე (ორივე იტალიიდან).
ღონისძიებას ჯორჯ კლუნის ფილმი „მარტის შუა რიცხვები" გახსნის (სადაც კლუნი არის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი).