მთავრობამ 2011-2012 სასწავლო წელს მაგისტრატურის პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის დაფინანსებისთვის 112 500  ლარი გამოყო. 
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში "2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების  განსაზღვრის შესახებ". 
დადგენილების თანახმად, 2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყოს 112 500 ლარი. 
ამასთან, სოციალური პროგრამის ფარგლებში 2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგ¬რამ არა უმეტეს 2 250 ლარისა.