ხვალ, 19 ივლისს, ბათუმში სასტუმრო ,,შერატონში" საქართველო-იორდანიის ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია  ორმხრივი შეხვედრები. 
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  ფორუმის ფარგლებში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან მოლაპარაკებები გამართონ. დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოში ბიზნეს პარტნიორების მოძიება და საქმიანი თანამშრომლობის დამყარება წარმოადგენს.
იორდანელ ბიზნესმენთა დელეგაციას იორდანიის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრი ხელმძღვანლობს.  დელეგაციის შემადგენლობაში არიან იორდანიის ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელები და 3 სენატორი.