ხვალ, 1-ელ ივლისს, 13:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თიბისი ბანკისა და "ელიტ ელექტრონიქსის" ერთობლივი აქციის პრეზენტაცია გაიმართება. ერთობლივი აქცია გულისხმობს სწრაფ განვადებებზე სპეციალური შეთავაზების გაკეთებას საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის.
პროექტი საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ხორციელდება.
პრეზენტაციას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნინო მასურაშვილი და "ელიტ ელექტრონიქსის" გაყიდვებისდეპარტამენტის ხელმძღვანელი, ია ნადირაშვილი წარუძღვებიან. ღონისძიებას მეცნიერებისა და განათლების მინისტრისმოადგილე, კოკა სეფერთელაძე დაესწრება.