1-ლი ივლისიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიზნესსტატისტიკის სამმართველო (არაფინანსური კორპორაციების სექტორი) 2011 წლის II კვარტალში საწარმოთა მაჩვენებლების გამოკვლევას იწყებს.
გამოკვლევას ექვემდებარება ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი საწარმო, ხოლო საშუალო და მცირე საწარმოების გამოკვლევა ხორციელდება შერჩევით (სულ დაახლოებით 8500 საწარმო).
აღნიშნული გამოკვლევის შედეგად საქსტატი გამოაქვეყნებს ბიზნესსექტორის 2011 წლის II კვარტლის საქმიანობის ამსახველ ეკონომიკურ მაჩვენებლებს სხვადასხვა ჭრილში: ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება (ფულად და ნატურალურ გამოსახულებებში), დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობა, საშუალოთვიური ხელფასი, ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაცია და სხვა. საწარმოთა (არაფინანსური კორპორაციების სექტორი) 2011 წლის II კვარტლის გამოკვლევა მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
გამოკვლევის შედეგებს საქსტატი 2011 წლის 5 სექტემბერს გამოაქვეყნებს.