"რუსეთის რკინიგზა" დღეს ადლერსა და სოხუმს შორის რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას საზეიმოდ აღნიშნავს". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ადლერიდან სოხუმამდე ყოველდღიურად ახალი და ლამაზი ელექტრომატარებელი ივლის", _ აცხადებს ჩრდილო-კავკასიის რკინიგზის კორპორატიული სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე სერგეი ტიურინი.
მისივე თქმით, ადლერის რკინიგზის სადგურიდან "ადლერი" სოხუმის მიმართულებით ყოველდღიურად მატარებელი 07:00 საათზე გავა, უკან კი 16:45 საათზე დაბრუნდება. მგზავრობის ხანგრძლივობა 5 საათია. საბაჟო კონტროლის პუნქტი სადგურ "ვესიოლოე"-ზე იქნება. ბილეთის ფასი კი 200 რუსულ რუბლს შეადგენს.